Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    წუთისოფელი მოიძულებს ქრისტეს მიმდევრებს, 30 სექტემბერი

    „თუ თქვენ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა” (იოან. 15:18).ქიმ 276.1

    ქრისტეს მიმდევრებმა უნდა იცოდნენ, რომ ქრისტეს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი ლანძღვა, მის მიერ გადატანილი სასტიკი მოპყრობა თავად უნდა გადაიტანონ მისი სახელისათვის. ეკლესია შეიძლება იყოს ძალზე ღვთისმოსავი, მაგრამ როცა ღვთის სიტყვა ეხება მის წევრთა გულებს, ისინი კი სიძულვილით უარყოფენ მამხილებელ ჭეშმარიტებას, რადგან არ სურთ უმრავლესობასთან მეგობრული კავშირის გაწყვეტა, აღმოჩნდებიან მტრის მხარეს მათთან ერთად, ვინც უარყოფს ჭეშმარიტებასა და ნათელს. ქვესკნელიდან მომავალი სატანური ძალა მათ ძალიან აღაგზნებს, ამით წარმოჩინდება, რომ სატანა მტრობს ღმერთსა და რჯულს. ეს ადამიანები იღებენ რეპრესიულ, თამამ და უაზრო ადამიანურ კანონებს...ქიმ 276.2

    როგორც ქრისტე სძულდათ უმიზეზოდ, ისევე მის შვილებს უმიზეზოდ მოიძულებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იცავენ ღმერთის მცნებებს, აღასრულებენ მის საქმეებს და არ სურთ ღმერთის პრინციპებიდან გადახვევა. თუკი მას, წმინდასა და შეუბღალავს, წუთისოფლისათვის მხოლოდ სიკეთის მქმნელს, უკანასკნელი ავაზაკივით მოექცნენ და ყოველგვარი სამხილის გარეშე სიკვდილი მიუსაჯეს, რას უნდა მოელოდნენ მისი მოწაფეები, თუნდ მათი ცხოვრება და ხასიათი შეუბღალავი იყოს? ზუსტად იგივე მოპყრობას! Bოროტებასთან ბრძოლის საბაბით სატანური ძალების შეთითხნილ ადამიანურ ბრძანებულებებსა და კანონებს ხალხი ცამდე აიყვანს, ხოლო ღვთის წმინდა ბრძანებებს ზიზღით გათელენ...ქიმ 276.3

    სახარების ისტორიიდან ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს მართლებს უწოდებენ, შეიძლება მოქმედებდნენ სატანის სულით და ახორციელებდნენ ბიწიერ ზრახვებს შურის, ეჭვიანობისა და რელიგიური ფანატიზმის გამო... სატანასა და ცოდვილს შორის, უზნეო ანგელოზებსა და უზნეო ადამიანებს შორის არავითარი მტრობა არ არსებობს. მათ გააჩნიათ ერთნაირი თვისებები, და ერთინიც და მეორენიც უკეთურნი გახდნენ განდგომილებისა და ცოდვის შედეგად...ქიმ 276.4

    სამოთხეში თქმული წინასწარმეტყველება განსაკუთრებულად ეხება ქრისტესა და მათ, ვინც მიიღო და აღიარა ღვთის მხოლოდშობილი ძე. ქრისტემ იკისრა ბრძოლა ბნელეთის მთავართან და ბნელეთის ძალებთან და გველის თავის გაჭეჭყვა. ღვთის ყველა ძე და ასული მისი რჩეული ჯარისკაცები არიან და ევალებათ იომონ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ეს შეუნელებელი ბრძოლა არ შეწყდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.ქიმ 276.5