Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთის ხალხი არ უნდა თავლთმაქცობდეს, 6 სექტემბერი

    „გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: ნუღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მყისვე გახმა ლეღვი” (მათ. 21:19).ქიმ 252.1

    ამ ლეღვის ხემ ნაადრევად მოისხა უხვი ფოთოლი. ლეღვის ხეებზე ნაყოფი ჩნდება ფოთლებზე ადრე, ამიტომ სავსებით მოსალოდნელია ფოთლიან ხეს ნაყოფიც ჰქონდეს. ქრისტე მიუახლოვდა ხეს, იმედოვნებდა, რომ ნაყოფს ნახავდა, დაათვალიერა დაბალი ტოტებიდან კენწერომდე, მაგრამ ფოთლების გარდა ვერაფერი იპოვა და დასწყევლა იგი.ქიმ 252.2

    ეს შემთხვევა განსაკუთრებულია ქრისტეს მსახურებაში და არა ჰგავს მის არც ერთ გზასა და საქმეს... იგი ყველგან ავრცელებდა მადლს კეთილ დარიგებათა და სასიკეთო საქმეთა სახით. იგი იყო მკურნალი. იგი წუთისოფლის განსასჯელად კი არ მოსულა, არამედ გადასარჩენად. მოწაფეები ვერ მიხვდნენ ქრისტეს ამ მოქმედებას - უნაყოფობისათვის ხის დასჯას და უთხრეს: „რა უცბად გახმა ეს ლეღვი!”ქიმ 252.3

    ცოტა ხნის წინ ქრისტე ზეიმით შევიდა იერუსალიმში. მან მეორედ განწმინდა ტაძარი და გამოყარა ვაჭრები... ადამიანებს მოჰყავდათ შესაწირი საქონელი და სდებდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებს, მაგრამ წარმოითქვა მბრძანებლური სიტყვა; ღვთიურობა გამობრწყინდა ადამიანური საფარველიდან და ვერც ერთმა მდიდრულად ჩაცმულმა მღვდელმთავარმა ან უბრალო ვაჭარმა ვერ გაბედა დარჩენა მისი სახის შემხედვარემ...ქიმ 252.4

    ეს იყო იგავი იუდევალთა გაფანტვის შესახებ. ამჟამად კი ქრისტე უჩვენებს მოწაფეებს ღვთის სამართლიან წყრომას, სიმბოლურად გამოხატულს წყეულ ხეში. იგი ხედავს, რომ ტაძრის ეზოები შებილწულია უკანონო შემოსავლით და ჭვრეტს იუდეველი ხალხის დაღუპვას. ხე, რომელიც ცდილობდა ქრისტეს მოტყუებას უხვი, მოჩვენებითი ფოთლებით, წარმოადგენდა სიმბოლოს ებრაელი ხალხისა, რომელიც შორდებოდა ღმერთს, სანამ ამპარტავნებითა და განდგომით არ დაკარგა სულიერი გამჭრიახობა, როდესაც ვერ იცნო თავისი გამომსყიდველი...ქიმ 252.5

    ამ უხვფოთლიან, მაგრამ უნაყოფო წყეულ ხეს ამ გაკვეთილის გამეორება უწერია ამ ქვეყნის დასასრულამდე... თუ სატანურმა სულმა შეაღწია ქრისტესდროინდელ ურწმუნო გულებში, რათა გარდასულ თაობებში შეწინააღმდეგებოდა ღვთის მოთხოვნებს, მაშინ, რა თქმა უნდა, შეაღწევს ჩვენი დროის ეგრეთწოდებულ ქრისტიანულ ტაძრებშიც. ისტორია მეორდება... მაგრამ ღვთის ათი მცნების დამცველი ადამიანები არ ებმებიან კამათში. ისინი ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობენ.ქიმ 252.6