Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გაფრთხილება ცრუ სწავლების წინააღმდეგ, 17 იანვარი

    „და იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისათვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა” (დაბ. 3:6).ქიმ 19.1

    არსებობს ცრუ ცოდნა, ცოდნა ბოროტებისა და ცოდვისა, რომელმაც წუთისოფელში სატანის ხრიკებით შეაღწია. ამ ცოდნის შეძენას სტიმულს სძენს უწმინდური სურვილები და მიზნები. ეს გაკვეთილები ძვირად იყიდება, მაგრამ ბევრი ადამიანის დარწმუნება შეუძლებელია იმაში, რომ სჯობს უცოდინარი დარჩე...ქიმ 19.2

    განათლებაზე გამოდევნებაში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საქმეში, სულს ემუქრება ანგარებიანი, მიწიერი მიზნები. განათლების სფეროში ხდება მრავალრიცხოვანი ისეთი იდეების პროპაგანდა, რომლებიც სათავეს უზენაესი და წმინდა ღმერთისაგან კი არ იღებენ, არამედ იმათგან, ვინც ამზადებს კერპებს თავისი სამეცნიერო კვლევებისაგან და თაყვანს სცემს იმ მეცნიერებას, რომელიც განათლების სისტემიდან ღმერთს გამორიცხავს. მაგრამ ვინაიდან ეს ცდომილება მომხიბვლელადაა შემოსილი, მას ყველგან აღიარებენ...ქიმ 19.3

    მეცნიერებათა შესწავლაში ცუდი არაფერია. მაგრამ ამ ცოდნის შეძენა პატივმოყვარე მისწრაფებას წარმოადგენს მრავალი ურწმუნო ადამიანისათვის, რომლებიც არ ფიქრობენ იმაზე, როგორ გამოიყენებენ თავის მიღწევებს. წუთისოფელი სავსეა ადამიანებით, რომლებიც ღმერთის წინაშე ვალში არ გრძნობენ თავს მის მიერ გაცემული ძღვენის გამო...ქიმ 19.4

    მათ პატივი და დიდება სწყურიათ. მათი ცხოვრების მიზანი მაღალი თანამდებობისა და მდგომარეობის მიღწევაა...ქიმ 19.5

    ადამიანთა ნაწილი ღმერთმა დააჯილდოვა საშუალოზე მაღალი ნიჭით. ესენი არიან ღრმა მოაზროვნენი, ენერგიულნი და საფუძვლიანნი. მაგრამ ბევრ მათგანს საკუთარი ანგარებიანი მიზნების მიღწევა განუზრახავს და არ ფიქრობს ღმერთის განდიდებაზე. ზოგიერთმა იხილა ჭეშმარიტების ნათელი, მაგრამ ვინაიდან საკუთარ თავს აღამაღლებდნენ და ღმერთს არ ანიჭებდნენ პირველსა და უკანასკნელ ადგილს, არ თვლიდნენ მას უპირატესს ყველაფერში, ამიტომ გადაიხარნენ ბიბლიური ჭეშმარიტებიდან სკეპტიციზმისა და უღმერთოებისაკენ.ქიმ 19.6

    როდესაც უფლის სასჯელი აჩერებს მათ და მწუხარება უბიძგებს, გადახედონ ძველ, განვლილ გზებს, სკეპტიციზმის ბურუსი, რომელსაც მათი გონება მოუცავს, იფანტება. ზოგიერთი ინანიებს, უბრუნდება ძველ სიყვარულს და მიჰყვება უფლის მიერ გამოსყიდულთათვის გაკვალულ გზას... როცა ეს საოცარი ცვლილება ხდება, სულიწმიდა მათ აზრებს ახალ კალაპოტს მიუჩენს, მათი ხასიათი ფერიცვალებას განიცდის და ისინი მთელი არსებით ზეციურისაკენ მიისწრაფიან... ქრისტეს მადლი... ასეთ მეცნიერებს იესოს ჯვართან მიიყვანს და ისინიც გახდებიან ქმედითი და ერთგული მუშაკები, რომლებიც ზეციურ ჭეშმარიტებას ავრცელებენ.ქიმ 19.7