Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთის გეგმებისადმი დაუმორჩილებლობის შედეგი, 20 იანვარი

    „და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა გააკეთე? და უთხრა დედაკაცმა: გველმა მაცდუნა და შევჭამე” (დაბ. 3:13).ქიმ 22.1

    ღმერთის მიზანი იყო სამოთხის ხელახლა დასახლება ადამიანებით, თუ ისინი მისი ყოველი სიტყვის მორჩილნი იქნებოდნენ. ადამს შემოწმება უნდა გაევლო იმის გასარკვევად, იქნება თუ არა მორჩილი, როგორც ერთგული ანგელოზები, თუ გამოავლენს დაუმორჩილებლობას. გამოცდისათვის რომ გაეძლო, ადამი თავის შვილებს მხოლოდ ერთგულებას შეასწავლიდა. მისი გონება და აზრები ღმერთის გონებისა და აზრების მსგავსი იქნებოდა.ქიმ 22.2

    სატანა, დაცემული მეუფე, ღმერთისადმი ეჭვით იყო გამსჭვალული. მან მტკიცედ გადაწყვიტა ვერაგობით, ტყუილითა და თაღლითობით ღმერთის გეგმების ჩაშლა. ადამსა და ევას ის ანგელოზის სახით კი არ მიუახლოვდა, არამედ, როგორც გველი, ცბიერი, ვერაგი და მაცდური. როგორც ევას მოეჩვენა, იგი გველის ხმით დაელაპარაკა მას. მისმა ხმამ დაავიწყა ევას ღმერთის გაფრთხილება. ის აჰყვა ცდუნებას და როდესაც ადამს აცდუნებდა, მანაც დაივიწყა ღმერთის გაფრთხილება და ღვთის მტრის სიტყვებს დაუჯერა.ქიმ 22.3

    ტყუილი, რომელიც სატანამ უთხრა ევას: „არ მოკვდებით”, მრავალი საუკუნეა თაობიდან თაობაში გაისმის. როგორც სატანა აცდუნებდა ჩვენს პირველ წინაპრებს, ასევე გვაცდუნებს დღეს ჩვენც.ქიმ 22.4

    ადამი და ევა ედემიდან გამოაძევეს და ანგელოზი, ცეცხლოვანი მახვილით ხელში, იცავდა სიცოცხლის ხეს, რათა ვეღარ მიკარებოდა მას ღმერთისადმი ურჩი, მოღალატე წყვილი და ამით უკვდავეყო თავისი დანაშაული. მიაქციეთ ყურადღება ამას. ღმერთი უკვე აღარ ენდობოდა დაცემულ და ურჩ ადამს ისე, როგორც ენდობოდა ერთგულსა და თავდადებულ ადამს ედემში, რომელიც ცხოვრობდა უფლის ბაგეთაგან გამომავალი ყოველი სიტყვით. ქიმ 22.5

    მართლაც აეხილით თვალები ადამსა და ევას, მაგრამ რაზე? საკუთარ სირცხვილსა და დაღუპვაზე. ისინი მიხვდნენ, რომ აღარ ფარავდა მათ სიშიშვლეს ზეციური ნათელის სამოსელი და არ იცავდა მათ. აეხილათ თვალები და გააცნობიერეს, რომ სიშიშვლე ურჯულოების ნაყოფია.ქიმ 22.6

    ვინც დღეს ნებას დართავს სატანას, რომ მის იარაღად იქცეს, რათა სხვებს უბიძგოს ღმერთის მცნებებისადმი უპატივცემულობისაკენ, ის ღმერთის მიერ დაწყევლილია. ჩვენი უსაფრთხოება დაცულია გულწრფელ ნდობაში პრინციპისადმი: „ასე ამბობს უფალი”. ეს ჭეშმარიტების დეკლარაციაა. ვინც შორდება ჭეშმარიტებას ნებისმიერი მოტივით, რარიგ ფართოც არ უნდა იყოს მისი ცრუ სიბრძნე და დიდებულება, და ბედავს საკუთარ გზაზე დადგომას, ის მიჰყვება ცრუ წინამძღოლს, რომელსაც ასევე ცრუ გზით მიჰყავს ისინი.ქიმ 22.7