Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „უფალი ჭეშმარიტად აღდგა!”, 18 ოქტომბერი

    „მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: მშვიდობა თქვენდა!” (ლუკ. 24:35, 36).ქიმ 294.1

    მოსულებს იქ მყოფნი აღელვებული და გაკვირვებული ხვდებიან. დამხვდურნი ხმამაღლა გამოხატავენ მადლობასა და ქებადიდებას და ამბობენ: „უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს”. მოსულნი, ძლივს რომ სუნთქავენ ჩქარი სიარულისაგან, ყვებიან საოცარ ამბავს, რომ მათ, სასოწარკვეთილებს და იმედგაცრუებულებს, დაემგზავრა ვიღაც უცნობი. გაოცებული და იმედმოცემული ყვებიან, რომ მან აუხსნა წერილები, მიიღო მიპატიჟება, მომზადდა ვახშამი, სტუმარმა ხელები გაიწოდა საჭმლის საკურთხებლად და მათ იცნეს სტუმარი...ქიმ 294.2

    ამბის მოყოლა დასრულდა. ზოგმა თქვა, რომ ეს დაუჯერებელია, რადგან ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ სიმართლე იყოს. უეცრად მათ შენიშნეს, რომ იქ იმყოფება კიდევ ერთი ადამიანი. ყველამ შეხედა უცნობს. არავის არ დაუკაკუნებია, არც ნაბიჯის ხმა გაუგონიათ. მოწაფეები შეშინდნენ და უკვირთ - რას ნიშნავს ეს? და მოესმათ მათი უფლისა და მოძღვრის ნაცნობი ხმა. გარკვევით ესმით მის ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვები: „მშვიდობა თქვენდა!”ქიმ 294.3

    „მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით, - წერს იოანე, - კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: მიიღეთ სულიწმიდა”...ქიმ 294.4

    არავინ არ უნდა შეებას თავდაჯერებით უფლის საქმეებს. ადამიანები არ უნდა გავიდნენ წუთისოფელში, სანამ მათზე აშკარად არ გადმოვა სულიწმიდა. მხოლოდ სულიწმიდის ხელმძღვანელობით შეძლებენ მუშაობას ქრისტეს მიმდევრები ისე, როგორც მუშაობდა იესო.ქიმ 294.5

    იმ საღამოს ქრისტემ უჩვენა მოწაფეებს ხელები და ფეხები, რათა ეჭვი არავის შეჰპარვოდა იმაში, რომ იგი ქრისტეა. „შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს, - თქვა ქრისტემ, - ეს მე ვარ თვითონ. შემხედეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ... ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში. მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად და უთხრა მათ: ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს”.ქიმ 294.6