Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენ გვჭირდება მუდმივად მზარდი რწმენა, 16 თებერვალი

    „შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით” (ფილ. 2:12, 13).ქიმ 49.1

    ის ფაქტი, რომ ადამიანებს შეუძლიათ ღმერთის გულის მოგება, ჩვენთვის საოცარ სტიმულს წარმოადგენს. გვიბიძგებს გულმოდგინე, ენერგიული ძალისხმევისაკენ, რომელიც იმ მიზნის ტოლფასია, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ. „ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი - ღვთის ყანა”... ხანოქი ღმერთთან დადიოდა. მას არ აკმაყოფილებდა თავისი საზოგადოება. ის დადიოდა ღმერთთან და ღმერთის გულს იგებდა. ღმერთი უკმაყოფილოა, როცა მისი შექმნილი არსებები ცოდვაში ცხოვრობენ. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ღმერთთან და ვისწავლოთ იესო ქრისტესაგან, რომელმაც დაამარცხა ყველა ცდუნება. ის ჩვენსავით ყველაფერში გამოიცადა, მაგრამ უცოდველი დარჩა.ქიმ 49.2

    უფალი მოუხმობს თავისთან ხალხს, რათა მათთან ერთად იაროს, იშრომოს, ასწავლოს მათ ის, თუ როგორ დაამარცხა ყველა ცდუნება, როცა ადამიანურ ბუნებაში მოვიდა დედამიწაზე და როგორ შეუძლიათ ადამიანებსაც, გაიმარჯვონ, გამოიყენონ იგივე ხერხები, რომლებიც უფალმა გაითვალისწინა. შეიძლება ნებისმიერი ცდუნების თავიდან აცილება, თუ მორჩილად ივლი ღმერთთან ერთად. რწმენის, მუდმივად მზარდი რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთის გულის მოგება...ქიმ 49.3

    თავის დაცემული არსითაც კი შეუძლიათ ადამიანებს ღმერთის მოთხოვნათა შესრულება, თუ გამოიყენებენ მათთვის შემოთავაზებულ დახმარებას. მათ შეუძლიათ იარონ, იშრომონ და იცხოვრონ ღვთის ძისადმი რწმენით. ღმერთი უკმაყოფილოა იმათი, ვინც მხოლოდ ცხოველური ცხოვრებით კმაყოფილდება. მან შექმნა ადამიანები თავის ხატად და მსგავსად და სურს, რომ მათ მისი ხასიათი ჰქონდეთ, იცავდნენ მის კანონს, რაშიც სწორედაც რომ მისი ღვთიური ხასიათია გადმოცემული. უფალმა მიანიჭა ადამიანებს აზროვნება, გონიერება და გრძნობები. ეს ნიჭები მიეცათ მათ რათა ივარჯიშონ და სრულყონ ისინი. ღმერთმა უბოძა ადამიანებს სინდისი, რომელზედაც უნდა იზრუნოთ და რომელიც ძალზე უნდა დააფასოთ. მან უბოძა მათ ცოდნა და სათნოება. ყველა ნიჭი, რომელიც ღმერთმა ადამიანებს მიანდო, იმ მთავარ მდგომარეობას უნდა იკავებდეს, რომელიც მათ ღმერთმა მიუჩინა.ქიმ 49.4

    უფალი ელოდა, რომ ყოველი ადამიანი განავითარებს რწმენის ნიჭს. რეალური და ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი არსი ქრისტიანობისა იმაში მდგომარეობს, რომ რწმენით დაეუფლო უხილავს და შეიძინო სულიერი უნარჩვევები, რომელსაც ქრისტე გთავაზობს. თუკი ადამიანები მუდმივად არ სრულყოფენ ღმერთის მიერ ბოძებულ ნიჭს და არ ვარჯიშობენ, მათ არ ექნებათ სიყვარულით მოქმედი და სულის განმწმენდი რწმენა. საკმარისი არაა ღმერთის მადლით ბოძებული ტალანტების მხოლოდ ნაწილის განვითარება. გონება ქრისტეს ცხოვრებასა და ხასიათთან თანხმობაში უნდა იმყოფებოდეს. სწორედ ესაა სულიერი ცხოვრება ქრისტესთან ერთად, ღვთიური ბუნების თანაზიარობა, წუთისოფელში გაბატონებულ გარყვნილებაზე გამარჯვება.ქიმ 49.5