Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი ადამში დებს ცოდვისადმი სიძულვილს, 22 იანვარი

    „და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის” (დაბ. 3:15).ქიმ 24.1

    კეთილ და ბოროტ ძალებს, ერთგულ და მოღალატე ანგელოზებს შორის მუდმივი მტრობა არსებობს. ქრისტესა და სატანას შორის თანხმობა არ არის და არც შეიძლება იყოს. ყველა საუკუნეში უფლის ჭეშმარიტი ეკლესია შეუპოვრად ებრძვის სატანურ ძალებს. ვიდრე არ დასრულდება დიადი დაპირისპირება, ეს ბრძოლა მუდამ იქნება უწმინდურ ანგელოზებსა და ხალხს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ - წმინდა ანგელოზებსა და ჭეშმარიტ მორწმუნეთა შორის. ქიმ 24.2

    დასასრულის მოახლოებასთან ერთად, ეს ბრძოლა სულ უფრო დაუნდობელი ხდება. მათ, ვინც სატანურ ძალებთანაა ერთობაში, უფალი წყვდიადის ძეთ უწოდებს. არ არის და არც შეიძლება იყოს ბუნებრივი მტრობა დაცემულ ანგელოზებსა და ადამიანებს შორის. ერთიც და მეორეც გულით ატარებს ბოროტებასა და ცოდვილ აზრებს განდგომილების შედეგად. უწმინდური ანგელოზები და ადამიანები სიკეთის წინააღმდეგ სასტიკ შეთქმულებას გეგმავენ. სატანამ იცოდა, რომ თუ ის კაცთა მოდგმას დაარწმუნებდა (როგორც თავის დროზე ანგელოზები აცდუნა) მასთან შეერთების აუცილებლობაში, ის გააერთიანებდა დიდ ძალებს ამბოხის გასაგრძელებლად.ქიმ 24.3

    ბოროტ ლეგიონებში უთანხმოება და დაპირისპირება გაბატონებულა, მაგრამ ზეცას ყველა ერთიანი, სამოკავშირო ფრონტით უტევს. მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - ესაა ღმერთის დამცირება. და მათი მრავალრიცხოვნება აუხდენელ ოცნებას გაბედულებას სძენს, ოცნება კი ასეთია: ყოვლადძლიერი ღმერთის ჩამოგდება მისი ტახტიდან.ქიმ 24.4

    როდესაც ადამი და ევა, უცოდველნი და უმწიკვლონი, ედემის ბაღში დასახლდნენ, ღმერთთან სრულ თანხმობაში ცხოვრობდნენ. მათ გულებში არანაირი მტრობა არ იყო ბუნებრივად ჩადებული. მაგრამ, როცა შესცოდეს, მათი ბუნება აღარ იყო უცოდველი. მანკიერება შეიძინეს, რადგან დაცემული მტრის ბანაკში აღმოჩნდნენ და სწორედ იმის გაკეთება დაიწყეს, რასაც ღმერთი უკრძალავდა. ღმერთი რომ ამ ისტორიაში არ ჩარეულიყო, დაცემული ადამიანები სატანასთან მჭიდრო კავშირს შექმნიდნენ ზეცის საწინააღმდეგოდ. მაგრამ როდესაც თქვა: „და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და მის თესლსა და შენს თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ”, მართალია, მან შეძლო ადამიანთა ცდუნება, მიაღწია იმას, რომ დაეჯერებინათ მისი სიცრუე და დაეჭვებულიყვნენ ღმერთში; მართალია, მან შეძლო ადამიანური ბუნების გახრწნა, მაგრამ სატანა იმასაც მიხვდა, რომ შედგა რაღაც გეგმა, რომლის წყალობითაც დაცემულ არსებებს კიდევ დარჩათ იმედი და მათი ბუნება შეიძლება განახლდეს და სათნოება შეიძინოს. ის მიხვდა, რომ თავისი ცდუნებების გამო პასუხი უნდა აგოს, რომ ჩავარდება ისეთ სიტუაციაში, რომელშიც გამარჯვებას ვერ მიაღწევს.ქიმ 24.5

    ღმერთი დაგვპირდა, რომ ჩადებს კაცთა გულებში ახალ პრინციპს: ცოდვისადმი, სიცრუისადმი, პირფერობისადმი და ყველანაირი სატანური გაიძვერობისადმი სიძულვილს.ქიმ 24.6