Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთის მტრები ბოლოს და ბოლოს მაინც დაიღუპებიან, 9 აპრილი

    „და ჩაყარა უფალმა ეგვიპტელნი შუაგულ ზღვაში” (გამ. 14:27).ქიმ 102.1

    უფლის მიერ შექმნილ მთელს ტერიტორიაზე არ მოიძებნება არც ერთი სამეფო, რომელიც მასზე არ იყოს დამოკიდებული. და როდესაც მიწიერ სამეფოთა მკვიდრნი აცნობიერებენ სამყაროს მბრძანებლის მიერ თავისი ქვეშევრდომებისათვის დადგენილ კანონებს, მაგრამ არ სურთ, დაემორჩილონ მათ, ისინი იმ კანონების დამრღვევნი ხდებიან, რომლებიც ღმერთმა, ჩვენმა უზენაესმა მბრძანებელმა დაადგინა სამყაროს დასაბამიდანვე...ქიმ 102.2

    ვინაიდან ფარაონი გაჯიუტდა, გადაწყდა, რომ უფლის ხმა უბრძანებს მას ისრაელიანთა მონობიდან გათავისუფლებას. ფარაონმა ეს არ ისურვა, მაშინ უფალმა დასაჯა მისი სამეფო, რადგან მიწიერმა მბრძანებელმა არ გაათავისუფლა უფლის ხალხი, რათა მას თავისი სამეფო შეექმნა ღმერთის მმართველობის ქვეშ. ფარაონის უარმა ეგვიპტეს მრავალი წყლული მოუვლინა, რამაც აიძულა ჯიუტი მეფე დაჰყოლოდა ღვთის გეგმას. მაგრამ შემდეგ ფარაონმა კვლავ გაისასტიკა გული, წინ აღუდგა ღვთის გეგმას და თავისი უზარმაზარი ჯარი დაადევნა ისრაელიანთ, რათა დაებრუნებინა ისინი ეგვიპტელთა მბრძანებლის მონობაში.ქიმ 102.3

    უფალმა სასწაულებრივად იხსნა თავისი ხალხი. მეწამული ზღვა შუაზე გაჰკვეთა და ლტოლვილებს გზა გაუდო. წყლები უზარმაზარ კლდეებად აღიმართა და გაატარა ისრაელიანთა მხედრობა მოსეს წინამძღოლობით.ქიმ 102.4

    ისრაელიანთა კვალდაკვალ ეგვიპტელთა უზარმაზარმა მხედრობამ გაბედა ზღვაში შესვლა. მათ წინ შავი ღრუბელი იდგა, მაგრამ ეგვიპტელები ჯიუტად წინ მიიწევდნენ, როდესაც მთელი ჯარი, „ეტლები და მხედრები, და ფარაონი და მთელი ჯარი” ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა, უფალმა უთხრა მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვაზე”. ისრაელმა გაიარა მშრალით, მაგრამ მათ ესმოდათ დადევნებული ჯარის ყვირილი. როდესაც მოსემ თავისი კვერთხი ზღვისკენ გაიშვირა კლდედ აღმართული წყლის ზვირთები ღრიალით დაუბრუნდა თავის ადგილს. ეგვიპტელთა ურიცხვი მხედრობიდან ვერავინ გადარჩა. ყველა დაიღუპა, ვინაიდან თავნებობა გამოიჩინეს, სურდათ ყველაფერი ეკეთებინათ საკუთარი შეხედულებისამებრ, უარეყოთ უფლის გზა. ამ შემთხვევამ დაასრულა მათი გამოსაცდელი ვადა.ქიმ 102.5

    მათ ხვედრს გაიზიარებს ყველა, ვინც უფლის ნათლის უარყოფას ამჯობინებს და უხეშად არღვევს იმის კანონს, ვინც უზენაესი მბრძანებელია ყველა იმ მეფესა და ადამიანურ ხელისუფლებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამყაროს უზენაესი მმართველის კანონს და ცდილობენ ამაღლდნენ დიადი „მე ვარ”ის აშკარად გამოხატულ ნებაზე. ქიმ 102.6