Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სულიწმიდის აღთქმა: „თქვენ მიიღებთ ძალას”, 21 ოქტომბერი

    „არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე” (საქმე. 1:8).ქიმ 297.1

    ქრისტე აღდგომის შემდეგ ცად ამაღლდა კუთვნილი პატივის მისაღებად. იგი ტახტზე უნდა ასულიყო მთელი ზეცისა და უცოდველი სამყაროების წინაშე. მამას სურდა, ღირსეულად მიეღო ძე მის მიერ დატოვებულ ზეციურ სავანეებში და ამით შთაბეჭდილება მოეხდინა მორწმუნეებზე. იესო გაღატაკდა ჩვენთვის, რათა გავმდიდრებულიყავით მისი სიღატაკით...ქიმ 297.2

    როცა ქრისტე ცად მაღლდებოდა, ხელები გაიწოდა მოწაფეებისაკენ ლოცვაკურთხევის ნიშნად. როცა მოწაფეებმა მზერა მიაპყრეს იესოს, რათა უკანასკნელად ეხილათ მიმავალი უფალი, ზეციურმა მხედრობამ მიიღო იგი გახარებულ ქერუბიმთა და სერაფიმთა რიგებში. ისინი მიაცილებდნენ ზეციურ სახლში და საზეიმოდ გალობდნენ: „ქვეყნიერების სამეფონო, უმღერეთ, უგალობეთ უფალს. ამაღლებულს ძველთუძველეს ცათა ცაში!”ქიმ 297.3

    ცად ამაღლებისა და გამეფების აღსანიშნავად ქრისტემ მტკიცედ გადაწყვიტა დაესაჩუქრებინა ისინი, ვინც მასთან იყო და ვინც მას ირწმუნებდა. როგორი ძღვენი იქნებოდა საკმარისად გულუხვი და თან იმის დამმოწმებელი, რომ ქრისტე ამაღლდა დიადი შუამავლის ტახტზე? ეს ძღვენი მისი სიდიადისა და მეფური დიდების შესაფერისი უნდა ყოფილიყო. ქრისტემ უძღვნა მათ თავისი წარმომადგენელი, ღვთაების მესამე პიროვნება - სულიწმიდა. ამ ძღვენს ვერაფერი შეედრებოდა...ქიმ 297.4

    ორმოცდაათობის დღეს ქრისტემ მოწაფეებს უბოძა ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა. იგი მუდამ უნდა ყოფილიყო მის ეკლესიაში. როცა ებრაელები დედამიწაზე ღმერთის ერთადერთი წარმომადგენლები იყვნენ, სულიწმიდის გავლენა საკვირველი იყო, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ მოქმედებდა მთელი სისრულით. სულიწმიდა ელოდა ქრისტეს ჯვარცმას, აღდგომასა და ცად ამაღლებას. მრავალი საუკუნის განმავლობაში აღევლინებოდა ლოცვები აღთქმის შესრულების და სულიწმიდით აღვსების თხოვნით და არც ერთი გულწრფელი თხოვნა არ იყო დავიწყებული. ახლა მოწაფეები უკვე ათი დღეა, აღავლენდნენ თხოვნას, ქრისტე კი ცაში შუამდგომლობდა მათთვის. იგი მოითხოვდა სულიწმიდის ნიჭის უფლებას, რათა ეძღვნა თავისი ხალხისთვის... როცა ქრისტე ტახტზე გამეფდა, სულიწმიდა გამოიგზავნა შეპირების თანახმად, იგი სწრაფი, ძლიერი ქარივით მოეფინა დამსწრეთ და გაავსო სახლი. იგი ჩამოვიდა თითქოს მრავალი საუკუნის განმავლობაში შეკავებული სისრულითა და ძალით, ხოლო ახლა მოეფინა ეკლესიას, რათა მას იგი წუთისოფლისთვის გაენაწილებინა. რა მოხდა სულიწმიდის მოფენის შემდეგ? ერთ დღეში ათასობით ადამიანი მოექცა ღმერთისკენ.ქიმ 297.5