Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ლოტის გამოცდილება გაფრთხილებაა ჩვენთვის, 7 მარტი

    „და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან” (დაბ. 13:11).ქიმ 69.1

    ჩვენ ვხედავთ აბრაამის ხასიათის შესანიშნავ თვისებებს. ისინი აშკარად გამოვლინდა იმ დროს, როდესაც მწყემსები ერთმანეთს ეცილებოდნენ. აბრაამმა თქვა: „ნუ იქნება ჩემსა და შენს შორის დავა... გავიყაროთ, და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.ქიმ 69.2

    ლოტმა დაინახა, რომ მიწა სოდომის ირგვლივ ნაყოფიერი იყო და მიწიერი და მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად ხელსაყრელი. სწორედ ამიტომ აირჩია ეს ადგილი. ლოტი რომ ისეთივე დამთმობი ყოფილიყო, როგორც აბრაამი, ის არჩევანის უფლებას დაუთმობდა თავის უფროს ნათესავს. მაგრამ აბრაამი არ თვლიდა, რომ უპირატესობით უნდა ესარგებლა და მორჩილი პოზიცია დაიკავა. აბრაამს ჰქონდა პირველი არჩევნის გაკეთების უფლება, მაგრამ არჩია სადავო საკითხში დამთმობი ყოფილიყო.ქიმ 69.3

    იმის ნაცვლად, რომ დაინტერესებულიყო, თუ ექნებოდა მის არჩევანს კეთილისმყოფელი გავლენა მის ზნეობასა და ღვთისმოსაობაზე, ლოტი ფიქრობდა მხოლოდ თავის მატერიალურ კეთილდღეობაზე. მაგრამ დადგა ის ჟამი, როცა ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სოდომის მკვიდრთა უწმინდურობის გამო. როდესაც ლოტი და მისი ოჯახი შეიპყრეს სოდომისა და გომორას დამპყრობლებმა, აბრაამმა ბრძოლით გაილაშქრა, რათა გამოეხსნა იგი ტყვეობიდან. როდესაც სოდომის მეფემ შესთავაზა აბრაამს ნადავლის ნაწილი, მან კვლავ ჭეშმარიტი კეთილშობილება გამოავლინა. მან თქვა, რომ ძაფსა და ფეხსამოსის თასმასაც კი არ აიღებს, რათა არავინ თქვას, რომ ამით გამდიდრდა აბრაამიო. ღმერთი დაპირდა აბრაამს, რომ ის დიდი სიმდიდრის მფლობელი გახდებოდა და მას არ სურდა, რომ ვინმეს ეთქვა, თითქოს ურჯულოებმა მისცეს მას ის საგანძური, რომელიც მას გააჩნია. ნათლად ჩანს, რომ ყოველ თავის ნაბიჯს აბრაამი რწმენით ადგამდა.ქიმ 69.4

    დაბადების წიგნის მე-18 თავში ვკითხულობთ მოსული სტუმრების შესახებ, როცა ის იჯდა თავისი კარვის შესასვლელში... გამოეცხადნენ ბარაამს ღვთის ანგელოზები, რომელთა შორის ერთი თვით ღვთის ძე იყო. როდესაც სტუმრები კარავს მიუახლოვდნენ, აბრაამი დარწმუნდა, რომ ისინი უცნობები იყვნენ. მაგრამ მან სტუმრების მიმართ დიდი თავაზიანობა გამოავლინა. ღვთის სიტყვა გვასწავლის: „სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ”. აბრაამი სწორდ ასე მოიქცა. და როდესაც ზეციურმა სტუმრებმა გაუმხილეს, თუ ვინ იყვნენ ისინი... უთხრეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ სოდომის განადგურება... თუმცა აბრაამი არ ცხოვრობდა სოდომში და არ იყო ამ ქალაქთან დაკავშირებული, მაინც დიდად იყო დაინტერესებული იმაში, რომ ღმერთს არ გაენადგურებინა სოდომი, თუკი შეიძლებოდა მისი დანდობა.ქიმ 69.5