Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მტრობა ქრისტესა და სატანას შორის, 23 იანვარი

    „და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ” (დაბ. 3:15).ქიმ 25.1

    უფალმა სატანის შესახებ თქვა, რომ ეს ძველი გველი ქრისტეს ქუსლს დაუგესლავს, ხოლო ქრისტე თავს გაუჭეჭყავს. ერთმა მოციქულმა თქვა: „მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები”. ქრისტესადმი მსახურებაში გონება და გული მონაწილეობს, ხოლო სატანა უხმობს ადამიანებს და დაცემულ ანგელოზებს, რათა მასთან შეკავშირდნენ სიკეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ შეუძლიათ ქუსლის დაგესვლა, მაგრამ როცა სატანა, ღმერთის ერთგულთა წამებითა და სიკვდილით გართული, გამარჯვებას იზეიმებს, ერთგულნი უშიშრად და მტკიცედ დაიცავენ იაჰვეს კანონს და თავს გაუჭეჭყავენ დიდ მეამბოხეს.ქიმ 25.2

    წინასწარმეტყველებას სატანასა და ქრისტეს შორის მტრობის შესახებ, შორს მიმავალი შედეგები გააჩნია. მასში წინდაწინაა განპირობებული შეუნელებელი ბრძოლა, ერთი მხრივ, ქრისტესა და მის მიმდევრებს, და, მეორე მხრივ - სატანას, მის ანგელოზებსა და დაცემულ ადამიანთა შორის. ეს უკანასკნელნი მოახდენენ გაბედულ შეთქმულებას ქრისტეს მიმდევართა წინააღმდეგ, რათა ცილი დასწამონ, დაასუსტონ, დაჭრან და გაანადგურონ ქრისტეს მიმდევარნი ჟამის დასასრულამდე. ბრძოლა სატანასა და ქრისტეს შორის წარმოებდა აქ, ამ წუთისოფელში. სატანა მუდამ ტანჯავდა უფლის ერს და ადამიანების გონებაში ცრურწმენას თესავდა. ამახინჯებდნენ არა მხოლოდ ქრისტეს მოძღვრებას, არამედ მას განმარტავდნენ არასწორად და ჭეშმარიტ აზრს აცლიდნენ. ათასნაირი გამონაგონი თან სდევდა ქრისტეს. ცრუ ბრალდებები, რომელთაც ავრცელებდნენ მღვდელმთავრები, მწიგნობრები, ფარისევლები და სადუკეველები, აღვივებდნენ მდაბიო ვნებებს მრუშთა და უღირსთა გულებში და ისე ძლიერ განაწყობდნენ მათ ქრისტეს წინააღმდეგ, რომ მისი ცხოვრება პრაქტიკულად აუტანელი შეიქნა სულ რაღაც სამნახევარი წლის, ანუ მისი საზოგადოებრივი მსახურების შემდეგ.ქიმ 25.3

    მაშ, რატომ თქვა ქრისტემ, რომ უფლის ჭეშმარიტების მაცნენი ამ წუთისოფლისათვის, არ უნდა დაეცნენ სულით და არ ჩავარდნენ სასოწარკვეთაში? „თუ თქვენ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა”. „თქვენ სოფლისანი არა ხართ, როგორც მე არა ვარ სოფლისა”. ისინი „გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო”. „მოდის ჟამი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე”.ქიმ 25.4

    სატანის ბოროტებამ თავის აპოგეას მიაღწია, როდესაც დიდების უფალი ჯვარს აცვეს, მაგრამ დღესაც ადამიანთა გული გახსნილია ცრურწმენისა და ცრუ აზროვნებისათვის, უწმინდური ჭორისა და ცილისწამებისათვის იმათი მხრიდან, ვისაც სატანური საქმე უყვარს. ესაა ჯოჯოხეთური სიბრძნე ქვესკნელიდან და მისი შედეგები ისეთივე იქნება, როგორც ქრისტეს დღეებში.ქიმ 25.5