Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფალი გვანდობს კეთილი თესლის თესვას კეთილი მკისათვის, 17 აგვისტო

    „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა” (მათ. 13:24, 25).ქიმ 232.1

    უფალს ბევრი საქმე აქვს წუთისოფელში და ის არ ანდობს მას იმათ, ვინც არაფერი იცის ბიბლიის და ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა შესახებ. თავის იგავებში უფალი გვიჩვენებს, როგორ წარმოიშვება და ვითარდება ის საქმე, რომელიც არის მისი სიტყვის - ახლანდელი დროისათვის განკუთვნილი ჭეშმარიტების - გავრცელების შედეგი. ის თვალწინ გვიშლის იმ ეკლესიის მოღვაწეობის პროცესს, რომელიც მყარად დგას წუთისოფლის წინაშე, როგორც მისი ერთგული რჩეული. იგავი მთესველის შესახებ, გვიჩვენებს, როგორ უნდა ვიშრომოთ. სახარებისეული მსახურება თესლის თესვაში მდგომარეობს...ქიმ 232.2

    იგავი ხორბლისა და ღვარძლის შესახებ ღვთიური და სატანური ძალების საიდუმლოს გვიცხადებს. ეს ძალები საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს და არკვევს ურთიერთობებს პრინციპულ შეჯახებაში. ბრძოლა მათ შორის გაგრძელდება ჩვენი დედამიწის ისტორიის დასასრულამდე. უხრწნადი თესლი - ეს უფლის ცოცხალი სიტყვაა, რომელიც წმენდს და აკეთილშობილებს მათ, ვინც მიიღებს მას და ღვთიურ ბუნებას ეზიარება.ქიმ 232.3

    ბევრი საკითხია ყურადსაღები. მათ, ვინც მთელი ცხოვრება ცოდვას ემსახურებოდა და უფლის ნებას ეწინააღმდეგებოდა, ძალიან ღრმა მოქცევა უნდა განიცადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტი საფუარი გააგრძელებს თავის მოქმედებას ისე ფარულად, როგორც სატანა, რომელიც ქრისტეს ნათლის ანგელოზის სახით გამოეცხადა და აცდუნებდა უფლის ნების წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ღმერთის სიმართლის საზომი ნამდვილად არასასურველია ცოდვილთათვის. მხსნელის ქმედითი ენერგია სულის დამღუპველის ენერგიას უპირისპირდება.ქიმ 232.4

    ხორბალი უნდა ქრისტეს ბეღელში ჩაიდოს. ღვარძლი ჰგავს ხორბალს, მაგრამ როცა მკის დრო დგება, მას გამოარჩევენ და დაწვავენ. ამასთანავე ის კიდევ დიდხანს მოგვაგონებს ხორბალს. სატანა დიდი ძალისხმევით ცდილობს აცდუნოს და უცხო გზებზე წაიყვანოს ისინი, ვინც რაღაცნაირად დაკავშირებულია უფლის სიტყვასთან. ყველა ხრიკს გამოიგონებს, ოღონდ გააგრძელოს თავისი ძალაუფლება. ზეციური უფალი და ღმერთი არ იწონებს ეკლესიების შერეულ და უვარგის კავშირებს. უფალს სურს, რომ სახარების ქადაგება ხდებოდეს ბოროტების მქმნელთა გარეშე. არ შეიძლება ქრისტიანულ გარემოში ბოროტი თანამეგობრობის მოთმენა.ქიმ 232.5