Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მორჩილებით მსახურება აგვამაღლებს, 12 სექტემბერი

    „ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად” (ლუკ. 22:24).ქიმ 258.1

    იაკობისა და იოანეს თხოვნამ - დამსხდარიყვნენ ქრისტეს ტახტის მარჯვნივ და მარცხნივ - აღაშფოთა მოწაფენი. ორი ძმის თხოვნამ საუკეთესო ადგილის დაკავების შესახებ ისე აღაშფოთა დანარჩენნი, შეიძლებოდა კამათიც მომხდარიყო. მათ ეგონათ, რომ არ აფასებდნენ, ერთგულებასა და ნიჭს სათანადო ყურადღებით არ ეპყრობიან. იუდა იაკობისა და იოანეს ყველაზე შეურიგებელი განმქიქებელი იყო.ქიმ 258.2

    როცა მოწაფენი ზემოთვალში შევიდნენ, მათი გულები სავსე იყო აღშფოთებით. იუდა გაძვრა, რათა ქრისტეს მარცხნივ დამჯდარიყო, იოანე დაჯდა ქრისტეს მარჯვნივ. იუდას მტკიცედ ჰქონდა განზრახული საპატიო ადგილის დაკავება, ხოლო ეს იყო ადგილი ქრისტეს გვერდით. იუდა იყო მოღალატე.ქიმ 258.3

    უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი წარმოიშვა. იმ დროს წესად ჰქონდათ - მსახურებს ნადიმზე მოსულთათვის ფეხები უნდა დაებანათ. ყველაფერი მზად იყო ამისთვის: საბანელი, პირსახოცი. მაგრამ ოთახში არ აღმოჩნდა მსახური, მისი მოვალეობა უნდა ეკისრა ერთერთ მოწაფეს. მაგრამ ყოველმა მათგანმა, მოექცნენ რა შეურაცხყოფილი სიამაყის გრძნობის ზეგავლენის ქვეშ, მტკიცედ გადაწყვიტა, არ შეესრულებინა მსახურის მოვალეობა...ქიმ 258.4

    ქრისტემ შეხედა მოწაფეთა შეშინებულ სახეებს, წამოდგა, გაიძრო მოძრაობის შემბოჭავი ზედა სამოსი, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა...ქიმ 258.5

    ქრისტემ პირველად იუდას დაბანა ფეხები. მას უკვე დადებული ჰქონდა გარიგება, რომ ქრისტე ჩაეგდო მღვდელმთავართა და მწიგნობართა ხელში. ქრისტემ იცოდა მისი საიდუმლო, მაგრამ არ ამხილა. მას სურდა მისი სულის ხსნა. გული ქვითინებდა: ვით უარგყოფ შენ? იმედოვნებდა, რომ ფეხების განბანვით შეძრავდა გზააბნეული მოწაფის გულს და იხსნიდა ვერაგული საქციელისაგან. წამით იუდას გული აუთრთოლდა, იგრძნო ცოდვის მონანიების ძლიერი სურვილი. მაგრამ არ ისურვა დამორჩილება და მონანიება და უფრო გაისასტიკა გული. იგი არ უარობდა ქრისტეს ასეთ დამცირებას. იგი შეურაცხყოფილი იყო ქრისტეს საქციელით. თუ ქრისტე ასე იმცირებს თავს, შეუძლებელია იყოს ისრაელის მეფე...ქიმ 258.6

    იუდასაც კი მიეტევებოდა, თუ მოინანიებდა. მის დანაშაულს განბანდა ქრისტეს გამომსყიდველი სისხლი. მაგრამ თავდაჯერებული, საკუთარ სიბრძნეზე დიდი წარმოდგენის მქონე, ამართლებდა თავის საქციელს.ქიმ 258.7