Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო იგივეა უკუნისამდე, 26 თებერვალი

    „იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდეც” (ებრ. 13:8).ქიმ 59.1

    ადამიანებს უნდა ეთქვათ იმის შესახებ, რომ ქრისტეს, ჯვარცმულ მხსნელს, შესწევს ძალა, უძღვნას მათ საუკუნო სიცოცხლე. ჩვენ კი უნდა დავარწმუნოთ, რომ ძველი აღთქმა - ეს ისეთივე უძლეველი და ნათელი სახარებაა, როგორც ახალი აღთქმა, მხოლოდ ჩრდილებსა და პირველსახეებში მოცემული. ახალი აღთქმა არ არის ახალი რელიგია, ხოლო ძველი აღთქმა - ძველი რელიგია, რომელიც გამოდევნა ახალმა. ახალი აღთქმა - ეს ძველის შემდგომი განვითარება და გაფართოებაა მხოლოდ. აბელს სწამდა ქრისტე და სწორედ ისევე გადარჩა მისი ძალით, როგორც პეტრე და პავლე.ქიმ 59.2

    ხანოქი ზუსტად ისეთივე წარმომადგენელი იყო ქრისტესი, როგორც მისი საყვარელი მოწაფე იოანე. ხანოქი ღმერთთან დადიოდა და აღარ იყო, რადგან ღმერთმა წაიყვანა იგი. მას მიენდო ცნობა ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ: „აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად. რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ”. ხანოქის ქადაგება და მისი ზეცად ამაღლება სარწმუნო არგუმენტები იყო ყველასათვის, ვინც იმ დროს ცხოვრობდა. მეთუშალახი და ნოე დარწმუნებით იშველიებდნენ ამ არგუმენტს და ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი გადაასახლებს მართალთ უკეთეს ქვეყანაში.ქიმ 59.3

    ღმერთი, რომელიც ხანოქთან ერთად დადიოდა, იყო სხვა არავინ, თუ არა ჩვენი უფალი და მხსნელი იესო ქრისტე. ის იყო წუთისოფლის ნათელი მაშინ, ის იგივეა დღესაც. იმ დროს მცხოვრებთ ჰყავდათ მასწავლებლები, რომლებიც წარმართავდნენ მათ გზას ცხოვრებაში, რადგან ნოე და ხანოქი ქრისტიანები იყვნენ. ლევიანთა წიგნში სახარება გადმოცემულია წესჩვეულებათა კანონის ჩამონათვალთა სახით. ახლა, როგორც იმ დროს, მოგვეთხოვება უსიტყვო მორჩილება. რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს ამ სიტყვების აზრი! ადამიანთა მხოლოდ ორი კატეგორია დარჩება ქვეყანაზე: მორჩილნი და ურჩნი. ეს თვალნათლივ უნდა ჩანდეს ჩვენს ყველა საქმეში. რა იქნებოდა, ყველას რომ ახსოვდეს ჩვენს გვერდით ქრისტეს უხილავი ყოფნის შესახებ! შენს მარჯვნივ ვიმყოფები, შენსსავე დასახმარებლად, ამბობს მაცხოვარი. აუცილებლად მისი მოწმეები უნდა ვიყოთ, რათა ვამხილოთ ცოდვილი ცოდვაში. არავინ არ უნდა აიძულო, მაგრამ უნდა დაარწმუნო. ქრისტეს სასწაულმოქმედ ძალას ეს ხელეწიფება.ქიმ 59.4