Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტეში სრულყოფილი ადამიანური ბუნების შეძენა შეგვიძლია, 20 ივლისი

    „თქვენ ჩემში დარჩით, მე კი - თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით” (იოან. 15:4).ქიმ 204.1

    სატანას სურდა ღვთიური მმართველობის შეცვლა და ღვთის სამეფოს წესებზე საკუთარი ბეჭდის დასმა. ქრისტე სრულებით არ უთანაგრძნობდა ამ განზრახვას და მაშინ ეშმაკმა ქრისტეს ბრძოლა გამოუცხადა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო დაუნდობელი ხდებოდა. მოქმედებდა რა საიდუმლოდ, თუმცა ღმერთისთვის დაფარული არაფერი არ არსებობს, ლუციფერი მატყუარად იქცა და სიცრუეს ჭეშმარიტებად ასაღებდა.ქიმ 204.2

    სატანა ზეციდან ჩამოაგდეს და ისე ჩანდა, თითქოს ქრისტე მარტოდმარტო დარჩა მის წინაშე ცდუნების უდაბნოში. მაგრამ არ იყო იგი მარტო, მას ყოველი მხრიდან გარს უფლის ანგელოზები ერტყნენ, რომლებიც ზუსტად ასევე იყრიან თავს მათ ირგვლივ, ვისაც მტერი თავს ესხმის. ქრისტე უდაბნოში პირისპირ აღმოჩნდა იმის წინაშე, ვინც ცაში ომი წამოიწყო და ვინც მან დაამარცხა. ამჯერადაც დამარცხდა სატანა.ქიმ 204.3

    ახლა სატანა სხვა გარემოებაში ხვდება მას. ის არაა შემოსილი ზეცის დიდებით. მან დაიმდაბლა თავი, როცა ჩვენი ბუნება მიიღო... რა ძლიერი სულიერი ტანჯვა და მწუხარება გადაიტანა ქრისტემ! რა საშინელი სულიერი წამება! ის პირისპირ შეეჯახა არა ამაზრზენ ურჩხულს, როგორც მას ხატავენ: ჩლიქებითა და ღამურის ფრთებით, არამედ მშვენიერ, ნათელ ანგელოზს, რომელიც თითქოს სულ ახლახანს ღმერთის გვერდით იმყოფებოდა...ქიმ 204.4

    შეუძლებელია ამ ცდუნებათა სიღრმისა და ძალის შემეცნება, თუკი უფალი არ გვიჩვენებს შესაბამის სცენებს სპეციალური გამოცხადებით. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ შევძლებთ ნაწილობრივ გავაცნობიეროთ ქრისტეს გამოცდა... შემოწმება და გამოცდა, რომელიც ჩვენმა მაცხოვარმა გაიარა, ამტკიცებს, რომ თეორიულად მას შეეძლო დაეთმო ცდუნებისათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ორთაბრძოლა თავიდან ბოლომდე ფარსად ჩაითვლებოდა. მაგრამ ის არ წამოეგო მტრის ხრიკებს, რითაც დაამოწმა, რომ ღვთიურ ბუნებასთან შერწყმაში დაფარულია ის ძალა, რომელიც ადამიანს განამტკიცებს სატანის ცდუნებებისაგან რწმენით თავდაცვისათვის.ქიმ 204.5

    ქრისტესთან კავშირით მისი მსგავსი სრულყოფილი ადამიანები ვხდებით. როდესაც ქრისტე ზეცაში იმყოფებოდა, ერთადერთი ცდუნება, რომელიც შეიძლება თავს დასტეხოდა, იყო მამისადმი ერთგულებაში მერყეობა. მაგრამ როცა ქრისტემ თავი დაიმდაბლა, მიიღო რა ადამიანური ბუნება, ის ისეთივე ადამიანი გახდა, როგორც ჩვენ ვართ, ოღონდ ერთი განსხვავებით: მისი უბიწოება ერთი ცოდვითაც არ შელახულა...ქიმ 204.6

    ქრისტეს გამოცდა ადამსა და ევას გამოცდაზე ბევრად მძიმე იყო, რადგან ქრისტემ მიიღო ჩვენი ბუნება, დაცემული, მაგრამ გაუხრწნელი. მისი ადამიანური ბუნება შეიბილწებოდა, თუკი ის ღვთის სიტყვის ნაცვლად სატანის სიტყვებს დაუჯერებდა.ქიმ 204.7