Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენ შეგვიძლია მტკიცედ ვიაროთ უფლის კვალდაკვალ, 6 მაისი

    „და წავიდა იესო მისკენ, და ჰკითხა მას: ჩვენი ხარ, თუ ჩვენი მტრებისა? და მან უთხრა: არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი მე” (იესო 5:13, 14).ქიმ 129.1

    მოსეს სიკვდილის შემდეგ მმართველობის სადავეები იესო ნავეს ძეს გადაეცა. მას, როგორც ღვთის მონას, განსაკუთრებული საქმე დაევალა. ის იკავებდა საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობას და მოსეს დარიგება მას გადაეცა დასამახსოვრებელი გზით. უფალმა უთხრა იესო ნავეს ძეს: „ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ. ყოველი ადგილი, რომელზეც თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს”...ქიმ 129.2

    როდესაც იესო ნავეს ძე ქალაქ იერიხონს და მის კედლებს ათვალიერებდა, მან გულიდან ამომავალი ლოცვა აღავლინა უფლისადმი, რადგან ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი აჯანყდა მის წინააღმდეგ. „და დაინახა მის წინ მდგომი კაცი, გაშიშვლებული მახვილით ხელში”. ეს არ იყო ხილვა, არამედ თვით ქრისტე იყო, რომელმაც თავისი დიდება ადამიანის სახეში დამალა...ქიმ 129.3

    იესო ნავეს ძეს თვალი რომ გაეხილა, მის გვერდით დაინახავდა ზეციურ მხედრობას, რომელიც მზად იყო დაენგრია იერიხონის კედლები და ქალაქი უფლის ხალხისათვის გადაეცა. ახლა იესო ნავეს ძეს შეეძლო მტკიცედ აღესრულებინა დარიგება და თავისი მძიმე ტვირთი უფლისათვის გადაეცა!..ქიმ 129.4

    უფალს სურდა თავისი რჩეული ხალხისათვის კეთილდღეობა ებოძებინა... ღმერთმა ამ ხალხს თავისი წმინდა ერი უწოდა და დაპირდა, რომ თუ იუდეველნი მასთან დადებული აღთქმის ერთგულნი დარჩებოდნენ, ის მათი ბედნიერებისათვის არაფერს დაიშურებდა.ქიმ 129.5

    ქრისტემ კონკრეტული დარიგება მისცა მოსეს, როცა მას კეთილდღეობისა და დაავადებებისაგან თავდახსნის პირობები განუცხადა. მან უთხრა: „რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყოთ მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არსებობენ. თქვენი სიმრავლის გამო კი არ მოგისურვათ უფალმა და გამოგირჩიათ ყველა ხალხიდან, თქვენ ხომ ყველა ხალხზე უმცირესნი ხართ, არამედ, თქვენდამი უფლის სიყვარულის გამო და იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, გამოგიყვანათ უფალმა თქვენ ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან”...ქიმ 129.6

    ასეთივე აღთქმა ეძლევა უფლის ხალხს მთელი მისი მიწიერი მოგზაურობისას ზეციური ქანაანისაკენ, სადაც დიდებული მემკვიდრეობაა მომზადებული ღმერთის ყველა მოყვარულთა და მისი მცნებების დამცველთათვის.ქიმ 129.7