Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „ახალი ნათლის” მიღებისას ფრთხილად იყავით, 22 დეკემბერი

    „ვინაიდან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ” (2 პეტრ. 1:16).ქიმ 359.1

    ჩვენ უნდა ვილოცოთ ღვთიურ განათლებაზე, მაგრამ უნდა გავფრთხილდეთ, რათა არ მივიღოთ ეგრეთ წოდებული ახალი ნათელი... მე მაჩვენეს ხრიკი, რომლითაც მტერს ადამიანის ყურადღება გადააქვს რაიმე გაუგებარ და უმნიშვნელო საკითხზე, აგრეთვე იმაზე, რაც ჯერ ბოლომდე არ გამოცხადებულა ანდა გადარჩენისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს...ქიმ 359.2

    უნდა ვეცადოთ მესამე ანგელოზის უწყების პრინციპები გამოცხადდეს ნათლად და მკაფიოდ. ჩვენი რწმენის დიადი საფუძვლები გაუძლებს ნებისმიერი სიმძიმის ტვირთს.ქიმ 359.3

    მალე ღვთის ხალხისთვის მწუხრის ჟამი დადგება, მაგრამ მათ არ უნდა ველაპარაკოთ გაუთავებლად მხოლოდ მომავალ განსაცდელზე. ღვთის ხალხში უნდა მოხდეს ძვრა და გაცხრილვა, მაგრამ ეს არ არის სადღეისო ჭეშმარიტება ეკლესიებისათვის; ძვრა ნაქადაგები ჭეშმარიტების უარყოფის შედეგი იქნება.ქიმ 359.4

    მსახურებმა არ უნდა მიიჩნიონ, რომ აქვთ რაღაც შესანიშნავი, მოწინავე იდეები, ხოლო ვინც მათ არ მიიღებს, გაიცხრილება და შემდეგ ღმერთი შექმნის ხალხს, რომელიც ივლის წინ და მაღლა გამარჯვებისკენ. სატანა მარტო მაშინ კი არ იმარჯვებს, როცა ხალხი თბილ, ლაოდიკიის ეკლესიის მდგომარეობაში იმყოფება და თვლის, რომ მდიდარია, გამდიდრდა და არაფერი აკლია, არამედ მაშინაც, როცა წინ უსწრებს ქრისტეს და ასრულებს სამუშაოს, რომელიც არ დაუვალებიათ. ორივე სახეობის ადამიანები ერთნაირად გვევლინება შებრკოლების ქვად.ქიმ 359.5

    ცალკეული გულმოდგინე მსახურები ცდილობენ ორიგინალურნი იყვნენ და უდიდეს შეცდომას სჩადიან, როდესაც მსმენელს სთავაზობენ რაღაც მოულოდნელს, უცნაურს, საკვირველსა და მომხიბლავს, თანაც ჰგონიათ, რომ მათი სხვებს არ ესმით. მაგრამ ხშირად თვით მსახურებმაც არ იციან, რას ლაპარაკობენ...ქიმ 359.6

    სხვა მსახურები ბუნებით მებრძოლნი არიან... მათ უყვართ კამათში ჩაბმა და საკუთარ განსაკუთრებულ შეხედულებათა დაცვა, მაგრამ მათ თავის შეკავება მართებთ, რადგან ასეთი საქციელი ხელს უშლის ქრისტიანული ზნეობის განვითარებას. იშრომეთ მთელი ძალით და გაამართლეთ ქრისტეს სიტყვები, რომ მისი მოწაფეები ერთნი იყვნენ, როგორც ის არის ერთი მამასთან.ქიმ 359.7