Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მაისი

    მოსემ ხილვაში დაათვალიერა აღთქმული მიწა, 1 მაისი

    „რადგან შორიდან დაინახავ ქვეყანას, იქ კი ვერ შეხვალ, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელის ძეთ” (რჯლ. 32:52).ქიმ 124.1

    და ახლა, როცა თავის, როგორც ხალხის ბელადის, ცხოვრებას გადახედა, დარწმუნდა, რომ მთელ მის ცხოვრებას ამ ერთმა არასწორმა ქცევამ ხაზი გადაუსვა. გრძნობდა, რომ თუკი ამ დანაშაულის გამოსწორებას შეძლებდა, მერე სიკვდილისაც აღარ შეეშინდებოდა. სწამდა მოსეს, რომ მხოლოდ მონანიებასა და აღთქმული მსხვერპლისადმი რწმენას ითხოვდა უფალი და კვლავ მოინანია თავისი ცოდვა და ქრისტეს სახელით მიტევება შესთხოვა უზენაესს.ქიმ 124.2

    ახლა პანორამასავით გადაეშალა თვალწინ აღთქმული მიწა წინასწარმეტყველს. ქვეყნის ყოველი კუთხე იხილა და არა ნისლითა და ბურუსით მოცული კონტურებით, არამედ, ცხადად და ნათლად, მთელი თავისი დიდებით. აღთქმული ქვეყანა იმ საოცარი სილამაზით წარმოუდგა თვალწინ, როგორიც მაშინ გახდებოდა, როცა ისრაელის კურთხეულ მემკვიდრეობად იქცეოდა. მეორე სამოთხედ ეჩვენებოდა იგი მოსეს. ლიბანის კედრებით მოფენილი, ცამდე აწვდილი მთებით, ზეთისხილის ხეებითა და სურნელოვანი ვაზით მოფენილი გორაკებით; ყვავილებითა და მსხმოიარე ხეებით მორთული ფართო, მწვანე ველებით, ტროპიკული პალმებით, პურისა და ქერის მოღაღანე ყანებით; მზიან ჭალებში ნაკადულთა საამო ჩუხჩუხი და ფრინველთა ჭიკჭიკი მელოდიურად ერწყმოდა ერთმანეთს; იქ იყო მშვენიერი ქალაქები და ჩინებული ბაღები, უხვი მდინარეები და ტბები; მთათა ფერდობებზე ნახირი ძოვდა, კლდეებში კი, მშვიდი ზუზუნით უხვ სიმდიდრეს აგროვებდა ველური ფუტკარი...ქიმ 124.3

    იხილა მოსემ, თუ როგორ დასახლდება ქანაანის მიწაზე რჩეული ხალხი და რომ ყოველ შტოს თავისი სამფლობელო ექნება. ისიც გაუცხადა უფალმა, თუ რა მოხდებოდა აღთქმულ მიწაზე ისრაელის დასახლების შემდგომ: ებრაელთა ხანგრძლივი განდგომილების ნაღვლიანი ისტორია. ამის გამო მათ თავს დატეხილი რისხვაც არ დაუმალავს მოსესთვის უფალს: თავიანთი ცოდვების გამო იუდეველთა წარმართებს შორის გაფანტვა და ძველი დიდების გარდასვლა; ისრაელის მშვენიერ ქალაქთა ნანგრევები და წარმართთა ტყვეობაში მყოფი ღვთის ხალხი; ებრაელთა მამაპაპის მიწაზე კვლავ დაბრუნებაც იხილა მოსემ და მათზე რომის იმპერიის ძალაუფლების ბატონობაც.ქიმ 124.4

    საუკუნეთა შემდგომ მახცოვრის დედამიწაზე პირველი მოსვლაც იხილა მოსემ. იესოს ბეთლემში დაბადება... გეთსიმანიის ბაღშიც იხილა მოსემ მაცხოვარი, იქ გატარებული წუთების მთელი სიმძიმე, ღალატი, დაცინვა, გაროზგვა და ჯვარცმა...ქიმ 124.5

    კიდევ ერთი სურათი აჩვენა უფალმა მოსეს. მის თვალწინ გადაიშალა ცოდვისა და წყევლისაგან გათავისუფლებული მიწა, ბევრად უფრო მშვენიერი იმ აღთქმულ მიწაზე, რომელიც სულ ახლახანს იხილა. აღარ იყო მასზე ცოდვა, არც სიკვდილი. გადარჩენილთა მარადიული სავანე იყო იგი.ქიმ 124.6