Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე შეუქმნის ახალ გულს თავის მიმდევრებს, 14 აგვისტო

    „მიუგო იესომ და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს” (იოან. 3:3).ქიმ 229.1

    იმ ცვლილებებზე, რომლებსაც დაექვემდებარება ადამიანის გულის ბუნებრივი, მემკვიდრეობითი და შეძენილი თვისებები, ქრისტე ასე ეუბნება ნიკოდემოსს: „ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს”... არსებითად, მან ნიკოდემოსს უთხრა: „პოლემიკა არ გიშველის, არგუმენტები ვერ გაანათებს შენს გულს სინათლით. შენ ახალი გული უნდა მიიღო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იხილავ ცის სასუფეველს. დამაჯერებელი მტკიცებულებები კი არ გიშველის სწორი პოზიციის არჩევაში, არამედ ახალი მიზნები, ახალი მოტივები და სტიმულები. ხელახლა უნდა იშვა. ვიდრე ეს ცვლილება არ მოხდება შენში, ვიდრე ყველაფერი არ განახლდება, ყველაზე სარწმუნო მტკიცებულებანიც კი უსარგებლო იქნება...”ქიმ 229.2

    ნიკოდემოსს ეს სიტყვები დამამცირებელი მოეჩვენა, გაღიზიანდა და შეეკითხა; „როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია?”.. მაგრამ მაცხოვარი არგუმენტს არგუმენტით არ პასუხობდა. მან ხელი ასწია დიდებული, მშვიდი ღირსებით და უფრო მეტი დამაჯერებლობით აწვდიდა ჭეშმარიტებას ნიკოდემოსის გონებას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში”...ქიმ 229.3

    ქრისტეს სიტყვები შემდეგს გადმოსცემდა: ნიკოდემოსი კი არ უნდა გაღიზიანებულიყო უბრალო ჭეშმარიტების გამო და არც ირონიით ელაპარაკა, არამედ უფრო მოკრძალებული შეხედულება უნდა ჰქონოდა თავის თავზე, რადგან სინამდვილეში უმეცარი იყო სულიერ საკითხებში. მაგრამ ქრისტემ ეს სიტყვები ისე ამაღლებული ღირსებით წარმოთქვა, ხოლო მისი მზერა და ხმის ინტონაცია ისეთ გულწრფელ სიყვარულს გამოხატავდა, რომ ნიკოდემოსი სულაც არ განაწყენებულა, როცა თავისი მოკრძალებული მდგომარეობა გააცნობიერა...ქიმ 229.4

    ნიკოდემოსისათვის მიცემული გაკვეთილი მინდა შესასწავლად შევთავაზო მათ, ვისაც დღეს საპასუხისმგებლო თანამდებობები გიკავიათ ისრაელში და ვისი ხმაც ხშირად გაისმის საკრებულოში. ისინი ამტკიცებენ მთელი თავისი იერით და სიტყვებით, რომ იგივე სულისანი არიან, რაც ნიკოდემოსი. ქრისტეს სიტყვები ერთნაირად მიმართულია დღეს კონფერენციების პრეზიდენტებისადმი, ეკლესიების პასტორებისადმი, ვისაც საპასუხისმგებლო მდგომარეობა უჭირავს ჩვენს ეკლესიებში...ქიმ 229.5

    ამ ლაპარაკის წყალობით ნიკოდემოსი მოიქცა. ღამით იესოსთან საუბრისას მხილებული კაცი იდგა მხსნელის წინაშე და შეიგრძნო შემარბილებელი, მორჩილების მომგვრელი ზეგავლენა ჭეშმარიტებისა, რომელმაც გაანათა მისი გონების საიდუმლო კუნჭულები და გულის სიღრმემდე ჩასწვდა... იესომ არა მარტო გაანდო ნიკოდემოსს ის, რომ მან აუცილებლად ახალი გული უნდა მიიღოს, თუ სურს ცათა სასუფევლის ხილვა, არამედ გამოუცხადა, როგორ უნდა შეიძინოს ეს ახალი გული.ქიმ 229.6