Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე ზრუნავს ადამიანთა პრობლემებსა და სიძნელეებზე, 10 აგვისტო

    „მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს და ეუბნება მას: ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს” (იოან. 2:9, 10).ქიმ 225.1

    იუდეველთა ქორწილის სასიხარულო, საზეიმო ატმოსფეროს წინ სერიოზული, რელიგიური წესჩვეულება უძღოდა. ახალი ურთიერთობისათვის მოსამზადებლად მხარეები განწმენდისა და ცოდვების მონანიების გარკვეულ რიტუალს ატარებდნენ.ქიმ 225.2

    ცერემონიის ყველაზე საინტერესო ნაწილი საღამოს ხდებოდა, როცა სასიძო პატარძლის შესახვედრად გამოდიოდა და თავის სახლში შეჰყავდა იგი. პატარძლის სახლში სტუმართა ჯგუფი სასიძოს ელოდა. როდესაც ის გამოჩნდებოდა, წამოიძახებდნენ: „აი, მოდის ნეფე, გამოდით მის შესახვედრად”. სუფთა, თეთრ სამოსში გამოწყობილი პატარძალი, თავზე ყვავილებით მორთული ეგებებოდა ნეფეს და სტუმრებთან ერთად ისინი გამოდიოდენ მისი მამის სახლიდან. ლამპრების შუქზე, სიმღერისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ხმის ქვეშ საზეიმო სახალხო პროცესია ნეფის სახლისკენ მიემართებოდა, სადაც სტუმრებს ნადიმი ელოდათ.ქიმ 225.3

    სუფრაზე გამოფენილი იყო ყველაზე საუკეთესო საჭმელსასმელი. მთავარ სასმელს წარმოადგენდა უდუღარი ღვინო. იმ დროის ჩვეულებით ნადიმი რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. ამ შემთხვევაში ნადიმის დასასრულამდე ღვინო შემოელიათ, აღმოჩნდა, რომ მარაგი დამთავრებულიყო. როცა ეს გაიგო, იესოს დედამ ჩათვალა, რომ იესოს შეეძლო რაღაც ერჩია მასპინძლებისათვის, მიუახლოვდა მას და უთხრა: „ღვინო აღარა აქვთ”... მისი ასეთი გულშემატკივრობა მიუნიშნებს იმაზე, რომ ის უბრალოდ სტუმარი კი არ იყო, არამედ ოჯახის ნათესავი ერთერთი მხრიდან. როგორც უფლებამოსილი ეუბნება მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით”...ქიმ 225.4

    ეუბნება მათ იესო: „დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები”. და მათაც დაავსეს პირთამდე. და ეუბნება მათ: „ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!” და მიართვეს... ის, რაც ქრისტემ მოიმოქმედა იმ დროს, ჩაწერილია წმინდა მატიანეში შემდეგი დროისათვის, რათა ჩვენც გაგვეგო, რომ ქრისტემ დახმარება გაუწია ხალხს იმ უხერხულ სიტუაციაშიც კი, რომელიც საქორწინო ნადიმზე წარმოიშვა. ამავე დროს ის არასოდეს ახდენდა სასწაულებს საკუთარი თავისათვის. ამ ნადიმამდე სულ რამდენიმე დღის წინ მან თავისი შიმშილის მოკვლაზე უარი თქვა და არ გადააქცია ქვა პურად, როგორც ამას სატანა კარნახობდა.ქიმ 225.5