Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტე, 27 სექტემბერი

    „როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც - ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ” (ლუკ. 23:33).ქიმ 273.1

    ადამმა და ევამ დაარღვიეს უფლის კანონი და გამოიდევნენ სამოთხის ბაღიდან. ქრისტეს ჩვენთვის იერუსალიმის კარიბჭის გარეთ უნდა ეტანჯა. იგი ჯვარს აცვეს ქალაქის გარეთ, იქ, სადაც მკვლელებსა და სხვა დამნაშავეთ სჯიდნენ. დიდი აზრითაა სავსე სიტყვა: „ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად”.ქიმ 273.2

    ქრისტემ, ჩვენმა შუამდგომელმა და გამომსყიდველმა, იტვირთა ყველა ჩვენგანის ცოდვა. იგი „ავაზაკთა შორის შეირაცხა”, რათა რჯულის განკითხვისაგან გავეთავისუფლებინეთ. ადამის მთელი მოდგმის დანაშაული ამძიმებდა მას. ცოდვისადმი უფლის სიძულვილი, ღვთის საშინელი რისხვა ყოველგვარი უწმინდურების მიმართ მწუხარებით ავსებდა უფლის ძის სულს. მთელი თავისი სიცოცხლე ქრისტე უქადაგებდა ამ დაცემულ წუთისოფელს სახარებას მამის გულმოწყალებისა და ყოვლისმიმტევებელი სიყვარულის შესახებ. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ შესაძლებელია ყველაზე დიდი ცოდვილის ხსნაც კი, მაგრამ ახლა, როდესაც თავად იტვირთა მთელი ქვეყნიერების ცოდვათა ეს საშინელი სიმძიმე, ვეღარ ხედავდა ზეციერი მამის შემწყნარებელ სახეს. ტანჯვის წუთებში არ იყო მასთან მამის ხელი და ამის გამო ისეთი გულისტკივილი იგრძნო, როგორსაც ვერასოდეს შეიცნობს ადამიანი. ეს ტანჯვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფიზიკურ ტკივილს იესო თითქმის ვერც კი გრძნობდა.ქიმ 273.3

    სატანის საშინელი ცდუნებები ტანჯავდა იესოს გულს. მაცხოვარს არ შეეძლო დაენახა, თუ რა ელოდა სიკვდილის შემდეგ. ცხადად ვერ წარმოედგინა, თუ როგორ ამოვიდოდა სამარხიდან გამარჯვებული. არ იცოდა, მიიღებდა თუ არა მამა მის მსხვერპლს, ვინაიდან კარგად იცოდა, თუ როგორ სძულდა ღმერთს ცოდვა. ქრისტეს ეშინოდა, რომ იგი სამუდამოდ დააშორებდა მამას. იგი გრძნობდა ისეთ ტანჯვას, როგორსაც გამოცდის ცოდვილი იმ დროს, როდესაც უფალი შუამდგომლობას აღარ გაუწევს დაცემულ კაცობრიობას. სწორედ თავის თავზე აღებული ცოდვის სიმძიმის შეცნობამ, რამაც ზეციერი მამის რისხვა გამოიწვია, გაამწარა ასე მაცხოვრის ტანჯვის ფიალა და დაამსხვრია მისი გული.ქიმ 273.4

    ასეთ უკუნეთ წყვდიადში, მამის თანადგომის გარეშე დარჩენილმა იესომ შესვა უკანასკნელი წვეთი ადამიანური მწუხარების მწარე თასიდან. ამ საშინელ წუთებში იგი დაეყრდნო მისთვის ადრე მიცემულ აღთქმას, მოწყალებას და უსაზღვრო სიყვარულს. იესო მიენდო მას, ვისაც ყოველთვის სიხარულით ემორჩილებოდა. და როდესაც იგი მორჩილებით მიენდო მამას, უკვე ვეღარ გრძნობდა მამის კურთხევის გარეშე დარჩენას. მაცხოვარმა რწმენით გაიმარჯვა.ქიმ 273.5