Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სამი ანგელოზის უწყების გამოცხადება ჩვენი საქმეა, 9 დეკემბერი

    „იყვირე მთელი ყელით, ნუ დაინანებ; საყვირივით აღავლინე ხმა, და გამოუცხადე ჩემს ხალხს მათი დანაშაული და იაკობის სახლს - მათი ცოდვები” (ეს. 58:1).ქიმ 346.1

    უკანასკნელი დიადი ბრძოლა ხანმოკლე და საშინელი იქნება. ძველი კამათი ახალი ძალით გაჩაღდება. წარმოიშვება ახალი კამათიც. საჭიროა წუთისოფელს ვაუწყოთ უკანასკნელი გაფრთხილება. ჭეშმარიტების ქადაგებას დღეს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს? ძალიან ცოტა ხანს! თუ ოდესმე კრიზისი ყოფილა, სწორედ ახლაა.ქიმ 346.2

    საჭიროა გადამწყვეტი ძალისხმევა, რათა ნათლად და მკაფიოდ ეთქვას ადამიანებს სადღეისო უწყება. მესამე ანგელოზი უდიდესი ძლიერებით უნდა მოდიოდეს წინ. დაე, ნურავინ უგულებელყოფს ამ სამუშაოს და ნუ ჩათვლის მას ნაკლებმნიშვნელოვნად. ჭეშმარიტება უნდა ექადაგოს წუთისოფელს, რათა ხალხმა დაინახოს ნათელი.ქიმ 346.3

    სწორედ ესაა ჩვენი სამუშაო. ნათელი, რომელიც მესამე ანგელოზის უწყებით მივიღეთ, ჭეშმარიტი ნათელია. მხეცის ხატება სწორედ ის არის, რის შესახებაც გამოცხადებულ იქნა. ამ საკითხში ბევრი რამაა ჩვენთვის გაუგებარი და დიდხანს დარჩება გაუგებრად, სანამ დაგრაგნილი წიგნი ბოლომდე არ გაიხსნება, მაგრამ წუთისოფელში უნდა შესრულდეს ყველაზე დიდებული სამუშაო. უფალი უბრძანებს მორჩილთ: „იყვირე მთელი ყელით, ნუ დაინანებ; საყვირივით აღავლინე ხმა, და გამოუცხადე ჩემს ხალხს მათი დანაშაული და იაკობის სახლს - მათი ცოდვები”.ქიმ 346.4

    ჩვენს სამუშაოში არავითარი ცვლილება არ უნდა მოხდეს. იგი უნდა იყოს ისეთი ნათელი და მკაფიო, როგორიც გახადა წინასწარმეტყველებამ. არ შევეკრათ წუთისოფელს, არ ჩავთვალოთ, რომ ამგვარი მოქცევით უფრო მეტს ვიქმთ. თუ ვინმე შეეწინააღმდეგება ღვთის გეგმით მიმდინარე მუშაობას, ისინი ღმერთის უკმაყოფილებას გამოიწვევენ. ჩვენი რწმენის არც ერთი თავისებურება, რომელმაც იმად გვაქცია, რანიც ვართ, არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტების, გამოცდილებისა და მოვალეობის უძველესი მაგალითები. მტკიცედ დავიცათ ჩვენი პრინციპები და შევეწინააღმდეგოთ წუთისოფლის გავლენას.ქიმ 346.5

    მსახურნი უნდა გამოფხიზლდნენ და გამოუცხადონ ცოცხალი სიტყვა ყველა ტომს, ენასა და ხალხს. განსხვავებული ნიჭის, წოდებისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ღვთის ბოძებულ სამოსელში უნდა შეიმოსონ და შეთანხმებულად იშრომონ საერთო მიზნის მისაღწევად. უნდა გაერთიანდნენ, რათა ჭეშმარიტება უქადაგონ ყველა ტომსა და ხალხს, ყოველმა მუშაკმა უნდა შეასრულოს თავის საგანგებო დანიშნულება.ქიმ 346.6

    ჩვენს წინაშე ფართო ასპარეზია და გეგმების შედგენისას უნდა ვითვალისწინებდეთ საბოლოო შედეგს. ყველაფერი უნდა შესრულდეს ღვთიური გეგმის შესაბამისად. ეკლესია უნდა გაერთიანდეს, რათა ყოველმა წევრმა შეასრულოს განზრახვა იმისა, ვინც სიცოცხლე გაწირა წუთისოფლისთვის.ქიმ 346.7