Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენი მხსნელი ისევე გამოიცადა, როგორც ჩვენ, 25 ივლისი

    „თუ ჩაეჭიდება ჩემს სიმტკიცეს, რათა ქმნას ჩემთან მშვიდობა, ქმნას მშვიდობა ჩემთან” (ეს. 27:5).ქიმ 209.1

    თუ შეძლებთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ცდუნების უდაბნოში ქრისტეს ნაცვლად. არსაიდან არ გესმით კაცის ხმა, მაგრამ დემონების გარემოცვაში ხართ, რომლებიც თვალთმაქცურად ზეციერ ანგელოზებად აცხადებენ თავს და გთავაზობენ ყველაზე მომხიბლავ მიწიერ მშვენიერებას, ყველაზე ვერაგ, სატანურ ხრიკებს ღმერთის წინააღმდეგ, რომლებსაც თავის დროზე სატანა ჩვენს პირველ წინაპრებს სთავაზობდა. მისი ხრიკები უკიდურესად ვერაგულია, ისინი ღმერთისადმი თქვენს ნდობას უთხრის ძირს, ანადგურებს რწმენას და ღმერთისადმი სასოებას. იგი ჩვენს გონებას მუდამ ძაბავს, რათა სულ მცირე ხელის ჩასაჭიდი მაინც იპოვოს და გამოიყენოს იგი თავის სასარგებლოდ და კამათში ჩაგვითრიოს. ის თითქოს ჩვენს აზრებს კითხულობს, როგორც კითხულობდა ევას დაფარულ აზრებს.ქიმ 209.2

    მან ვერ შეძლო ქრისტესთვის თუნდაც ერთი სიტყვის დაცდენა, რომელსაც ჩაეჭიდებოდა. უფალი ყოველთვის პასუხობდა მაცდურს სიტყვებით „დაწერილია”. ქრისტე მხოლოდ თავის სიტყვებს ეყრდნობოდა, რომლებიც ოდესღაც დაიწერა წმინდა კაცების მიერ მისი შთაგონებით... შეეძლო თუ არა ჩვენს განკაცებულ მაცხოვარს ვერაგ მტერთან უდაბნოში შებრძოლებისას, სატანის და მისი ანგელოზების ძალაუფლების ქვეშ ყოფნისას, დაეთმო ამ ცდუნებებისათვის?..ქიმ 209.3

    როგორც ღმერთი, ის ვერ ცდუნდებოდა, მაგრამ როგორც ადამიანი, ის ძლიერი ცდუნების ქვეშ იმყოფებოდა და შეიძლება ცდუნებულიყო. მისი ადამიანური ბუნება ისევე უნდა გამოცდილიყო და შემოწმებულიყო, როგორც ადამისა და ევას ბუნება. მისი ადამიანური ბუნება შექმნილი იყო, მას ანგელოზების ძალაც კი არ გააჩნდა. იგი ჩვენი ბუნების მსგავსი იყო. ქრისტეს იგივე ბრძოლის ველი უნდა გადაეარა, რომელზედაც ადამი დაეცა. მას ესმოდა, რომ თუ ამ გამოცდას გაუძლებს დაცემული მოდგმის სახელით, შეძლებს ადამის სამარცხვინო მარცხისა და დაცემის გამოსყიდვას ჩვენს ადამიანურ ბუნებაში მყოფი.ქიმ 209.4

    მას ადამიანის სხეული და ადამიანის გონება ჰქონდა. ის იყო ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი, იგივე ადამიანი, როგორც ჩვენ... ბევრი იმედგაცრუება და გამოცდა გადაუტანია საკუთარ სახლში, თავის ძმებს შორის, მის ირგვლივ უკვე აღარ იყვნენ სპეტაკი და მომხიბვლელი არსებები, როგორც ოდესღაც ზეციურ სავანეებში. ის მოვიდა წუთისოფელში, რათა შეენარჩუნებინა წმინდა, უცოდველი ხასიათი და სატანის სიცრუე გამოეაშკარავებინა, თითქოს ადამიანებს არ შეუძლიათ უფლის კანონის დაცვა...ქიმ 209.5

    ღვთიური არსის თანაზიარობით ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ უბიწო, წმინდა და სპეტაკი. ღვთიური არ გახდა ადამიანური, ხოლო ადამიანური ღვთიურად არ იქცა ღვთიური და ადამიანური ბუნების შერწყმით. ქრისტეს არ ჰქონდა ის ცოდვილი, გახრწნილი, ვერაგი ბუნება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რადგან სხვა შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა სრულყოფილი მსხვერპლი.ქიმ 209.6