Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნათლისადმი გულგრილობის საშიშროება, 7 ნოემბერი

    „განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს” (იოან. 3:19).ქიმ 314.1

    ერთი სულის დაღუპვაც კატასტროფაა, რომელთანაც მთელი წუთისოფლის შენაძენი ფრჩხილადაც არ ღირს... იერუსალიმის სახით გამოხატულია ყოველი სული, რომელიც უგულებელყოფს უპირატესობას და უარყოფს ღვთის გაგზავნილ ნათელს. ისმენენ თუ არა ადამიანები ღვთის რჩევებს? იღებენ თუ არა ღვთის მორჩილთა თხოვნასა და გაფრთხილებას? ყურს უგდებენ თუ არა შეგონებას? კარგი იქნება, ვისარგებლოთ ყოველდღიურობის ხელსაყრელი მომენტებით, რათა არ მოვისმინოთ სევდიანი სიტყვები: „მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან”. თუ დღეს მზე ანათებს, უნდა მივიღოთ, ღირსეულად დავაფასოთ და ვიაროთ მის ნათელში და არავითარი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, აღიარებენ თუ არა მას თუნდაც ყველაზე გამოჩენილი ადამიანები და მეცნიერები...ქიმ 314.2

    ქრისტე ამბობს: „არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი”... იესო ჭვრეტდა საუკუნეთა წყვდიადს და ხედავდა, ქრისტიანებს ჰგონიათ და ასწავლიან, რომ სიკვდილით ქრისტემ გააუქმა ღმერთის რჯული. აი, რატომ აკეთებს იგი სავსებით მკაფიო განცხადებებს და ცდილობს თვალი აუხილოს შეცდომილთ...ქიმ 314.3

    წარსულში მოკვდა მრავალი ადამიანი, ვინც მეშვიდე დღეს - შაბათს არ იცავდა. კეთილი ხალხი იყო და მისთვის გაცხადებული ნათელის შესაბამისად ცხოვრობდა. ისინი ვერ აგებდნენ პასუხს იმ ნათელზე, რომელიც არ იყო გაცხადებული მათთვის. ჩვენ კი გვეკისრება პასუხისმგებლობა დღევანდელი ნათლისთვის. უაზრობა იქნება, ჩვენგან ღმერთის რჯულის დარღვევა გავამართლოთ იმით, რომ წინა თაობათა კეთილი ხალხი არღვევდა მას...ქიმ 314.4

    მუდამ საშიშია ნათლისადმი გულგრილობა. თუ დიდი და კეთილი ხალხი არ იცავს ღვთის რჯულს, გვეძლევა თუ არა ამით მისი დარღვევის უფლება?.. ქრისტეს დევნიდნენ სწორედ მწიგნობრები, მღვდლები, მთავრები, ადამიანები, რომლებიც მსახურებას ასრულებდნენ და სჯეროდათ, რომ მათი უმწიკვლოება მთელი წუთისოფლის უმწიკვლოებაზე დიდია. ეს მოჩვენებითი ღვთისმოსავები ქრისტეს ყველაზე დიდი მდევნელები იყვნენ... სწორედ ხალხის მოძღვრები დასცინოდნენ მას, როდესაც იგი ჯვარზე იყო გაკრული.ქიმ 314.5

    დღეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები, რომლებიც უარყოფენ ნათელს, ხალხისადმი ისევე დაუნდობელი იქნებიან, როგორც იუდეველები ქრისტეს მიმართ. მათ რომ სცოდნოდათ, ქრისტე სიცოცხლის მთავარია, ჯვარს არ აცვამდნენ. რად არ იცოდნენ ეს? იმიტომ, რომ უარყვეს ყველა მოწმობა იმისა, რომ ქრისტე მესიაა... ისინი მორწმუნეებს ჩათვლიან პატარა, სუსტ ადამიანებად, ერთ მუჭა ფანატიკოსებად და არ მოერიდებიან მათზე დამცინავად საუბარს.ქიმ 314.6