Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გული ღვთიური სიყვარულით უნდა აივსოს, 19 აგვისტო

    „მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ” (მათ. 12:45).ქიმ 234.1

    კაცმა, რომელზედაცაა საუბარი იგავში, გაწყვიტა კავშირი სატანასთან და უარი თქვა მის სამუშაოს შესრულებაზე, მაგრამ მისი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ გულის ცოდვისაგან და სიბილწისაგან განწმენდის შემდეგ, მან არ მოიწვია ზეციური სტუმარი შიგ შესასვლელად. საკმარისი არაა გულის გათავისუფლება, აუცილებელია ამ ვაკუუმის ღვთიური სიყვარულით შევსება. ადამიანი სულიწმიდის სათნოებით უნდა შეივსოს. ადამიანებმა შეიძლება მიატოვონ ბევრი მავნე ჩვევა, მაგრამ ვერ გახდნენ სავსებით განწმენდილი, ვინაიდან ღმერთთან კავშირი არა აქვთ და ქრისტეს არ შერწყმიან...ქიმ 234.2

    დიდი მეამბოხე, სატანა ყოველთვის ცდილობს ღმერთის წინააღმდეგ ცოდვაში ჩვენს ჩათრევას. ის ცდილობს ჩვენში ცრუ ფანტაზიების გამოწვევას, ჩვენი გონების აღჭურვას ღმერთის ნების წინააღმდეგ, მდაბალი ვნებისა - სიწმინდისა და თავდადების წინააღმდეგ, ადამიანების ნებისა — ღმერთის ნების წინააღმდეგ; ის ჯოჯოხეთურ სიბრძნეს ზეციურ სიბრძნეს უპირისპირებს... ნუთუ ღმერთის ნების წინ ჩვენი ნება უნდა დავაყენოთ? შეიძლება კი, რომ ჩვენი ნება გაბატონებულ ძალად იქცეს ღმერთის დიად ბრძოლაში თავისი ცხვრების დასაცავად?..ქიმ 234.3

    მე გამაფრთხილეს, რომ ამის შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვიქნებით. ე. წ. მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს დაუპირისპირდება, ვინაიდან მოკვდავთ არ შეუძლიათ ღმერთის ძალასა და დიდებას დაეუფლონ. მე მეჩვენა სიტყვები წმინდა წერილიდან: „და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ”. ეს, უეჭველია, გამოვლინდება უფლის შვილებს შორისაც. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ვერ შეძლებენ ყველაზე საოცარ და მნიშვნელოვან ჭეშმარიტებათა გააზრებას, რომლებიც მათივე უსაფრთხოებისა და ხსნისათვისაა აუცილებელი. ამავე დროს ისინი ხალისით იმსჯელებენ ყველაზე უბადრუკი საგნების შესახებ, რომლებშიც ჭეშმარიტების მარცვალსაც კი ვერ იპოვით. მაგრამ სატანა შეეცდება ისე დააყენოს საკითხი მათ თვალწინ, რომ ეს საგნები მათ ძალზე მნიშვნელოვანი მოეჩვენოთ...ქიმ 234.4

    თუკი წუთისოფლის მოყვარულნი რელიგიას უქვემდებარებენ წუთისოფელს, ღმერთი მოითხოვს თავისი თაყვანისმცემლებისაგან, წუთისოფელი რელიგიას დაუქვემდებარონ.ქიმ 234.5