Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    რისხვა ღვთის მაცნეებზე, 4 ივნისი

    „როცა დაინახა ახაბმა ელია, უთხრა ახაბმა: ეს შენა ხარ, ისრაელის მაშფოთებელი? და თქვა ელიამ: მე არ ვაშფოთებ ისრაელს, არამედ შენ და მამაშენის სახლი იმით, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაყალებს გაჰყევით” (3 მეფ. 18:17, 18).ქიმ 158.1

    ღმერთი ახაბს არ მიატოვებდა, მას რომ ზეცასთან თანხმობაში ევლო. მაგრამ ახაბმა ეს არ გააკეთა. მან ცოლად კერპთაყვანისმცემელი ქალი შეირთო. იზებელს უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა მეფეზე, ვიდრე ღმერთს. სწორედ მან შეიყვანა მეფე კერპთაყვანისმცემლობაში და მასთან ერთად მთელი ხალხი. ღმერთმა ისრაელს ელია მოუვლინა გაფრთხილების შეტყობინებით, მაგრამ არც მეფემ, არც ხალხმა ყურად არ იღო წინასწარმეტყველის სიტყვები. ისინი მას უმზერდნენ, როგორც ბოროტების მაცნეს. ბოლოს და ბოლოს ღმერთმა დედამიწას გვალვა მოუვლინა.ქიმ 158.2

    და რა ქნა ხალხმა? მიხვდა და აღიარა ამ სასჯელის მიზანი? მორჩილება გამოავლინა მის მიმართ? არა. იზებელმა განაცხადა, რომ უბედურება მათ ღმერთის მაცნეებმა მოუვლინეს. მან თქვა, რომ ისრაელი მათი მხილების გამო იტანჯება და რომ მიწაზე მშვიდობა და კეთილდღეობა არ დამყარდება, ვიდრე ეს წინასწარმეტყველნი სიკვდილით არ დაისჯებიან. ამრიგად, ხალხში მრისხანებამ იფეთქა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღმერთმა წარგზავნა ისრაელიანთა დასარწმუნებლად, რათა მათ მოენანიებინათ ურჯულობა. ბევრი წმინდანი დაიღუპა თავისი მოწმობის გამო. ღვთიური წყალობის სასწაულმა დაიფარა ელია, რათა მას მეფისა და დედოფლის წინაშე ღმერთის გაფრთხილება და მუქარა გაეცხადებინა.ქიმ 158.3

    „წადი და ეჩვენე ახაბს” - უთხრა ღმერთმა ელიას. როდესაც მეფე და წინასწარმეტყველი ერთმანეთს შეხვდნენ, ახაბმა თქვა: „ეს შენა ხარ, ისრაელის მაშფოთებელი?”... მაგრამ ელიამ უთხრა: „მე არ ვაშფოთებ ისრაელს, არამედ შენ და მამაშენის სახლი იმით, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაყალებს გაჰყევით”.ქიმ 158.4

    მან უბრძანა ახაბს, შეეკრიბა ბაყალის წინასწარმეტყველნი, რის შემდეგაც ღმერთმა სასწაულებრივად გამოავლინა თავისი ძალა. ცრუ წინასწარმეტყველნი მთელი დღე შეჰღაღადებდნენ ბაყალს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. ელიამ კი შეჰღაღადა ზეციერ ღმერთს და უმალ მიიღო პასუხი. ბაყალის წინასწარმეტყველნი გაჰყვიროდნენ და ქადაგად იდგნენ. ელია კი ლოცულობდა უბრალოდ და მხურვალედ. მან შესთხოვა ღმერთს, დაემტკიცებინა ბაყალზე თავისი უპირატესობა, რათა ისრაელი მისკენ მოქცეულიყო. პასუხმა არ დააყოვნა, როგორც კი ელიამ თავის ლოცვა აღავლინა. ცეცხლი ჩამოვიდა ციდან და შთანთქა მსხვერპლი და წყალი, რითაც ის იყო დასველებული.ქიმ 158.5

    იხილა რა ძალის სასწაულებრივი გამოვლენა, ისრაელმა წამო—იძახა: „ღმერთია უფალი”. ვიდრე ამის მხილველნი განცვიფრებულნი იყვნენ, ელიამ დრო იხელთა და მოკლა ცრუ წინასწარმეტყველნი.ქიმ 158.6