Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სამარხის მცველთა დამოწმება, 5 ოქტომბერი

    „მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ” (მათ. 28:4).ქიმ 281.1

    მაგრამ სად იყვნენ რომაელი მცველები? მათ ნება დაერთოთ, ეხილათ ძლევამოსილი ანგელოზი, რომელმაც იგალობა გამარჯვების სიმღერა ქრისტეს დაბადების ჟამს. ახლა ანგელოზები გალობდნენ გამომსყიდველი სიყვარულის საგალობელს...ქიმ 281.2

    როცა ზეციური პროცესია თვალს მიეფარა, მცველები ადგნენ და გაუბედავი ნაბიჯებით წავიდნენ ბაღის შესასვლელისაკენ. ისინი ბრმებივით და მთვრალებივით ბარბაცით მიდიოდნენ, სახე გაფითრებოდათ და ვინც ხვდებოდათ, ყველას უყვებოდნენ საოცარი სანახაობის შესახებ. მაცნეებმა სწრაფად გადაუსწრეს და მოახსენეს მღვდელმთავრებსა და მთავრებს მომხდარის შესახებ, თან ცდილობდნენ, რაც შეიძლება ზუსტად აღეწერათ ყოველივე. პირველად მცველები პილატესაკენ გაემართენ, მაგრამ მღვდლებმა და მთავრებმა კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს ჯერ სინედრიონში მოსულიყვნენ. გამოწრთობილი ჯარისკაცები უცნაური გამომეტყველებით ამოწმებდნენ ქრისტეს აღდგომას და სიცოცხლის მიმნიჭებლის უფლებით მრავალთა გაცოცხლებას...ქიმ 281.3

    მათ არ ჰქონდათ დრო, გაეაზრებინათ სათქმელი ან რაიმე დაემალათ და მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობდნენ. მათ ეგონათ, რომ მონაყოლი დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა გარეგნულად უმწიკვლო ადამიანებზე, მაგრამ მთავრებს მათი ნათქვამი არ მოეწონათ...ქიმ 281.4

    ჯარისკაცები მოისყიდეს, რათა ცრუმოწმეებად გამოსულიყვნენ და შეპირდნენ, რომ თუ საქმე პილატეს ყურამდე მივიდოდა (ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ), უსიამოვნებებს თავიდან ააცილებდნენ. მათ მოისყიდეს პილატეც, რათა დადუმებულიყო. უფრო მეტიც, საგანგებო მაცნეთა ხელით ქვეყნის ყველა კუთხეში გაგზავნეს წინასწარ მომზადებული შეტყობინება...ქიმ 281.5

    საშინელი სანახაობის შემდეგ მრავალმა ირწმუნა იესო. მათ გაიხსენეს ხმა, რომელიც გაისმა ჯვართან ხმაურსა და ძრწოლაში: „ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო”... ყველა იქით მიბრუნდა, საიდანაც გაისმა ეს სიტყვები. ვინ წარმოთქვა ისინი? ასისთავმა და რომაელმა ჯარისკაცებმა, წარმართებმა და კერპთაყვანისმცემლებმა...ქიმ 281.6

    ასე რამ გაანათლა და დაარწმუნა ეს ადამიანები, რომ ვერ შეძლეს, სახალხოდ არ ეღიარებინათ იესოსადმი რწმენა? ეს არის ქადაგება, რომელსაც იესო წარმოაჩენდა ყოველი თავისი მოქმედებითა და დუმილით სასტიკი ტანჯვის ჟამს... ჯვარზე გაკრულ ამ ტანჯულ, ნაიარევ, შემუსვრილ ადამიანში ასისთავმა გამოიცნო ღვთის ძე.ქიმ 281.7