Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    დაცემულთაც შეუძლიათ ღმერთთან გაერთიანება, 26 იანვარი

    „მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია” (2 კორ. 5:17).ქიმ 28.1

    ადამიანებმა კავშირი გაწყვიტეს ღმერთთან და მათ სულებს დამბლა დაეცა და დააუძლურა ცოდვის სასიკვდილო შხამმა. მაგრამ აი, დადგა მომენტი, როცა ზეცის სიმაღლეებში გაისმა საზეიმო ცნობა: „მე ვიპოვე გამოსასყიდი! ღვთიური ცხოვრება კაცობრიობის გამოსყიდვის ფასად იქცა. მამა ღმერთის ტოლი იქცა ცოდვილ ადამიანთა მონაცვლედ”.ქიმ 28.2

    ღმერთმა კაცთა მოდგმას მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ადამიანები ღვთიური ბუნების თანამოზიარენი გამხდარიყვნენ, მიეღოთ წამალი ცოდვისაგან და ნება დაერთოთ ქრისტეს ღვთიური მადლისათვის, ემოქმედა მათ ცხოვრებაში. დაცემული ადამიანები, თუ ხელს ჩაავლებენ მათთვის მისაწვდომ ღვთიურ ძალას, შეუძლიათ ღმერთთან გაერთიანება. მარადიული ცხოვრება - ეს კურთხევაა, რომელიც ქრისტემ წუთისოფელს უძღვნა.ქიმ 28.3

    „ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება”, ამბობს ღმერთი, „საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი”. პირველი დაცემული ანგელოზების მიერ ზეცაში დათესილი ბოროტება აღარასოდეს იქნება დაშვებული სამყაროში. მაგრამ, ვიდრე ამ დედამიწაზე ვცხოვრობთ, იძულებულნი ვიქნებით წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტებას და შევებრძოლოთ მას. ბრძოლა წარმოებს ყოველი ადამიანისათვის. სატანა გამოიყენებს ყველას, ვინც თავისი ნებით მოქმედებს, მიჰყვება საკუთარ გზას და არ სურს მობრუნდეს უფლის გზისაკენ. ასეთ შემთხვევაში მათ მიერ ღვთიურ ჭეშმარიტებათა ცოდნა ერწყმის იმ ცოდნას, რომელსაც სატანა იყენებს თავისი პოზიციების გასამაგრებლად...ქიმ 28.4

    ქრისტეს უხვად აქვს მადლი და გამომსყიდველის მხარეზე მყოფნი ახალ ქმნილებად გადაიქცევიან. ისინი ხასიათით ერთნი ხდებიან ღმერთთან. სწორედ ამაშია სიყვარულის გამოვლინება! ღმერთი თავისი ხასიათის სათნოებით აღავსებს ყველას, ვინც მას აღიარებს. თავისი უსასრულო მსხვერპლის წყალობით, ის ათავისუფლებს კაცთა მოდგმას სატანის ნებისადმი მონური მორჩილებისაგან და ქალებსა და კაცებს ზეციური მეუფის შვილებად აქცევს.ქიმ 28.5

    ქრისტე მოვიდა, რათა ვნებულიყო ადამიანთა დაცემული მოდგმისათვის, რადგან სატანა ტრაბახობდა იმით, რომ ვერავინ შეძლებს ამ წუთისოფელში თავიდან აიცდინოს მისი ხრიკები და იცხოვროს უმწიკვლო ცხოვრებით. შეიმოსა რა ადამიანური ბუნებით, მაცხოვარმა განვლო ცდუნების ყველა გზა, რომელიც ადამიანებს არტყია გარს და ყველა შემთხვევიდან გამარჯვებული გამოვიდა, მისი ცხოვრების მატიანე მიეცა წუთისოფელს, რადგან არავის შეპარვოდა ეჭვი ღვთიური მადლის ძალაში. ყველასათვის, ვინც ისწრაფვის ქრისტიანული ხასიათის სრულყოფისაკენ, ეს წუთისოფელი ბრძოლის ველად იქცევა, სადაც ერთმანეთს ებრძვის კეთილი და ბოროტი და ყველა, ვისაც ქრისტეს ნების სასოება გააჩნია, გაიმარჯვებს.ქიმ 28.6