Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფლის კანონის აღსრულებას ტრადიციების დაცვა ურჩევნიათ, 7 აგვისტო

    „კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?” (მარკ. 7:9).ქიმ 222.1

    ქრისტეს დღეებში მოღვაწე ყველაზე მეტად განსწავლულ ფილოსოფოსებს, კანონმდებლებს, მღვდლებს, მთელი თავისი ამპარტავნობითა და საკუთარი უპირატესობის შეგნებით არ შეეძლოთ ქრისტეს ხასიათის შემეცნება... როდესაც დადგა სისავსე ჟამისა, ქრისტე ჩვენს წუთისოფელში მოვიდა და ნახა იგი განდგომილებითა და სულიერი სიბილწით დაწყევლილი და შებღალული. იუდეველები ურწმუნოების საფარში გაეხვივნენ. ისინი უფლის მცნებებს აღარ იცავდნენ...ქიმ 222.2

    ისინი, ვისაც ქრისტე მიმართავდა, ყველა სხვა ხალხებზე მაღლა აყენებდნენ თავის თავს. ისინი თავს იწონებდნენ და ამბობდნენ, რომ მხოლოდ მათ მიანდო ღმერთმა თავისი სიტყვა. ტანჯული მიწა ელოდა ღმერთისგან მოვლენილ მოძღვარს, მაგრამ როცა ის მოვიდა ცოცხალი სიტყვის წინასწარმეტყველებათა ზუსტი შესაბამისობით, მღვდლებმა და ხალხის დამრიგებლებმა ვერ შეიცნეს მასში მხსნელი და ვერ გააცნობიერეს და ვერც მიიღეს მისი მოვლენის ხერხი. ისინი არ იყვნენ დაჩვეული უფლის სიტყვის შემეცნებას ისე, როგორც იგი დაიწერა და კითხულობდნენ მას საკუთარი წესებისა და ტრადიციების ჭრილში. ვიდრე მღვდლები ბიბლიის კვლევას უარყოფდნენ და არ ფიქრობდნენ ამაზე, მისი შინაარსი და აზრი მათთვის საიდუმლოდ იქცა. მათ ზიზღით აქციეს ზურგი უფლის ჭეშმარიტებას და ადამიანთა წესჩვეულებებისკენ იბრუნეს პირი.ქიმ 222.3

    ებრაელი ხალხის ისტორიას კრიტიკული ჟამი დაუდგა. ბევრი რამ უნდა გადაწყვეტილიყო. შეიცვლება თუ არა ადამიანთა უმეცრება ღმერთის ღრმა შემეცნებით? გავრცელდება თუ არა სულიერი სასმელის დაწაფების სურვილი მსგავსად დავითის წყურვილისა, როცა მას ბეთლემის ჭიდან წყლის დალევის მისწრაფება გაუჩნდა? გათავისუფლდებიან თუ არა იუდეველნი ცრუ მასწავლებლებისაგან, რომელთაც დამახინჯებული წარმოდგენები აქვთ და შეჰღაღადებენ თუ არა ისინი ღმერთს ზემოდან დარიგების მისაღებად?..ქიმ 222.4

    როდესაც განკაცებული ქრისტე მოვიდა, სინათლის ნაკადი გადმოიღვარა დედამიწაზე. ბევრი სიხარულით აღიარებდა მას და სინათლეში ცხოვრებას არჩევდა, თუკი მღვდლები და მმართველები შეინარჩუნებდნენ ღმერთის ერთგულებას და მართებულად დაარიგებდნენ ხალხს, სწორად განმარტავდნენ ჭეშმარიტ სიტყვას. მაგრამ ვინაიდან ხალხის ბელადები ბოროტად იყენებდნენ წმინდა წერილს, ადამიანებმა სწორი გზიდან გადაუხვიეს ცრუ განმარტების წყალობით...ქიმ 222.5

    ებრაელმა ხალხმა უარი თქვა ქრისტეს აღიარებაზე. იუდეველებმა ზურგი აქციეს მას, ვისაც მარადიული დაღუპვისაგან მათი ხსნა შეეძლო. დღესაც მძაფრი ვითარებაა ე. წ. ქრისტიანულ სამყაროში. ადამიანები, ვისაც წმინდა წერილის შემეცნების პრეტენზია გააჩნიათ, უარყოფენ უფლის კანონს და ეწინააღმდეგებიან მას თავისი ზეგავლენით... რა შედეგებამდე მივყავართ მათ ქმედებებს? შეხედეთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ახალგაზრდობის საქციელს.ქიმ 222.6