Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე გაცემულია, 18 სექტემბერი

    „ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი” (მარკ. 14:42).ქიმ 264.1

    ბაღში ისმის ჯარისკაცების მძიმე ნაბიჯები... „მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ”. „იესომ უთხრა მას: იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?”..ქიმ 264.2

    იესომ უთხრა ბრბოს: „განა ავაზაკი ვარ, მახვილებითა და კეტებით რომ მოხვედით ჩემს შესაპყრობად?.. მაგრამ, დაე, აღსრულდეს წერილები”.ქიმ 264.3

    აი როგორ აღწერს იოანე ამ მოვლენას: „იუდამ კი წაიყვანა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან მხლებელნი, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურველით. იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, და გამოვიდა და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?” მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს.” ეუბნება მათ: „მე ვარ.” მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ... სიმონპეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოსი ერქვა. უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამამ მომცა, არ შევსვა?”ქიმ 264.4

    ამ სიტყვებზე შიშმა მოიცვა მოწაფეები. უკვე ერთად იყვნენ, უფლის გვერდით, მაგრამ პეტრეს წინადადებით „მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ”.ქიმ 264.5

    ქრისტეს ადამიანური ბუნება ჰგავდა ჩვენსას. მაგრამ იგი უფრო მწვავედ განიცდიდა ტანჯვას, რადგან მისი სულიერი ბუნება არ იყო დამძიმებული ცოდვითა და ნაკლოვანებით. ტანჯვისადმი ზიზღი მისი სიმძიმის პირდაპირპროპორციული იყო. იესოს სწრაფვა - აერიდებინა ტანჯვა ისევე ძლიერი იყო, როგორც სხვა ადამიანებში...ქიმ 264.6

    რარიგ ეწადა ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, აეცილებინა შეურაცხყოფილი ღმერთის უკმაყოფილება! რარიგ სწყუროდა მის სულს ტანჯვათა შემსუბუქება! ეს ჩანს ტანჯულის შემდეგი სიტყვებიდან: „მამაო ჩემო! თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.” წუთისოფლის მთელი ცოდვები დაეკისრა ცოდვის მტვირთველს, რომელსაც არც ერთი ცოდვა არ ჩაუდენია. მხოლოდ მას შეეძლო ცოდვათა მიმტევებელი ყოფილიყო, რადგან თავად იყო კანონმორჩილი. მისი ცხოვრება წარმოადგენდა ღმერთთან ერთიანობას და არ ჰქონდა ერთი ლაქაც კი.ქიმ 264.7