Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი გვიძღვნის ჭეშმარიტ, ზნეობრივ და გონებრივ ძალას, 27 აპრილი

    „მხოლოდ ქალებს, ჩემს მსახურს, რაკი სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მიერთგულა, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც დადიოდა თვითონ, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას” (რიცხ. 14:24).ქიმ 120.1

    მთელი ქრისტიანული სამყარო ჩართულია დიად დაპირისპირებაში რწმენასა და ურწმუნოებას შორის. ყველანი აირჩევენ ან ერთ, ან მეორე მხარეს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ვიღაც ამ ბრძოლაში არ მონაწილეობს ამ მხარეთაგან არც ერთში. ისინი თითქოსდა არ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, მაგრამ არც გაბედულად დგებიან ქრისტეს მხარეზე ქონების დაკარგვის ან გაკილვის შიშით; ყველა ასეთი ადამიანი უფლის მტრების ბანაკში მოხვდება.ქიმ 120.2

    ზნეობა განუყოფელია რელიგიისაგან. კონსერვატორული ტრადიციები, რომლებიც შევიძინეთ განათლებული ადამიანებისაგან და წარსულის გამოჩენილ მოაზროვნეთა ნაწარმოებებიდან, უსაფრთხო ორიენტირი როდია ამ ბოლო ჟამისათვის, რადგან ისეთი დიდი ბრძოლა გველის, როგორიც წუთისოფელს ჯერ არ უხილავს...ქიმ 120.3

    ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ძალიან გამოცდილებიც კი, თუკი ცხოვრების მანძილზე ვერ ვხედავთ ჩვენ წინაშე უხილავს. ყოველდღიურად, ყოველ საათს ბიბლიური პრინციპებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. ეს პრინციპებია: ღმერთის სიმართლე, წყალობა და სიყვარული. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, გააჩნდეს ზნეობრივი და გონებრივი ძალა, უნდა მიიღოს იგი უფლის დიადი წყაროდან.ქიმ 120.4

    ყოველ ნაბიჯზე და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას შეეკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად უფლისაა თუ არა ეს გზა? გადაშალეთ ბიბლია და რჩევა ჰკითხეთ თქვენს განათებულ გონებასა და კეთილ სინდისს. უფლის სული უნდა შეეხოს თქვენს გულსა და სულს, გააღვიძოს თქვენი აზროვნება და გონება. გეუბნებით თქვენ... ჩვენი სიბრძნის, სათნოებისა და ძალის ჭეშმარიტი წყარო - ეს გოლგოთის ჯვარია. ქრისტე ჩვენი რწმენის მეთაური და აღმსრულებელია. ის გვაფრთხილებს: „უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ”. იესო ჩვენი გონებრივი განვითარებისა და წარმატების ერთადერთი საიმედო გარანტია.ქიმ 120.5

    ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ თავშეკავებაში ყველაფრის მიმართ, რათა განვავითაროთ ამაღლებული გემოვნება, მოვთოკოთ მადა და დავაცხროთ ვნებები. უფალ იესოს შეუძლია ნებისმიერი სათნოების მოცემა. სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სიკეთე, მოწყალება, რწმენა, მორჩილება, თავშეკავება - აი, ნაყოფი, რომელიც ქრისტიანულ ხეზე მწიფდება...ქიმ 120.6

    თუკი გსურთ, მიიღოთ ღვთიური განათლება, მიდით წყალობის ტახტთან და მიიღებთ პასუხს. მამამ და ძემ გადაწყვიტეს, გადაერჩინათ წუთისოფელი ქრისტეს მეშვეობით, რომელმაც საკუთარი თავი სასიკვდილოდ გაიმეტა, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ მომკვდარიყო, არამედ ჰქონოდა საუკუნო სიცოცხლე. ვერანაირი ადამიანური ან ანგელოზისმიერი ძალა ვერ შეძლებდა ასეთი აღთქმის დადებას.ქიმ 120.7