Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნუ მიისწრაფით უგუნურთა ცოდნისაკენ, 27 იანვარი

    „და თქვა უფალმა ღმერთმა: ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი სიკეთისა და ბოროტის შეცნობაში” (დაბ. 3:22).ქიმ 29.1

    საუკუნეთა განმავლობაში ცნობისმოყვარეობით აღტკინებული ადამიანები ეძებენ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხეს, თანაც ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაზე მეტად საჭირო ნაყოფს წყვეტენ, მაგრამ შემდგომში, სოლომონის მსგავსად, აღმოაჩენენ, რომ ამაოება და არარაობაა ყოველივე ჭეშმარიტი სიწმინდის მეცნიერებასთან შედარებით, რომელიც ფართოდ უღებს ღვთიური ქალაქის კარიბჭეს. ამპარტავანი ადამიანი ისეთი ცოდნის შეძენას ცდილობს, რომელიც დიდებას, თვითგანდიდებას და უზენაეს ძალაუფლებას მოაპოვებინებს. სწორედ ასეთ ზემოქმედებას ახდენდა სატანა ადამსა და ევაზე მანამ, სანამ არ დაარღვიეს მათ ღმერთის ყველა გაფრთხილება და არ შეუდგნენ სწავლას სიცრუის მასწავლებელთან, რამაც შესაძლებელი გახადა მათთვის, გაეგოთ ის, რაც ღმერთს მათთვის არ განუცხადებია, კერძოდ: დანაშაულისა და ცოდვის შედეგები.ქიმ 29.2

    ადამიანებმა საკუთარი გამოცდილებით შეიცნეს, რა არის ბოროტება, მაგრამ მოვიდა წუთისოფელში ქრისტე და დაანახა მათ, რომ ისეთი სიცოცხლის ხე აქვს დარგული, რომლის ფოთლებმაც ხალხები უნდა განკურნოს. ქიმ 29.3

    ადამიანებისათვის განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა - ეს არის დრო ჩვენს შესამოწმებლად, მაგრამ ქრისტეს ყველა მორჩილი თავად გამოცდის საკუთარ თავზე შთაგონებული იოანეს სიტყვების ჭეშმარიტებას: „ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა” (იოან.1:12). უფალი იესო ჭეშმარიტების ყოველი მაძიებლის გასმხნევებლად და მათთვის მამა ღმერთის გამოსაცხადებლად მოვიდა. მისთვის დაუშვებელი იყო, რომ თუნდაც სულ მცირედით გადახრილიყო მისი გონება ადამიანებში უფლის ზნეობრივი სახის აღდგენის დიადი საქმისაგან. და ყოველმა ჩვენგანმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, თუ რა არის დიადი და მნიშვნელოვანი ცხოვრებაში: გახდეს უფლის მსგავსი და მოამზადოს და დახვეწოს ხასიათი მომავალი ცხოვრებისათვის. ქიმ 29.4

    სატანა მუდამჟამს შრომობს, რათა ბურუსით მოიცვას კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ჭეშმარიტებანი, რათა ადამიანებმა სათანადო მნიშვნელობა რა მიანიჭონ უფლის მცნებებისადმი მორჩილებას. მაგრამ დაცემულნი ღმერთისადმი მორჩილებისაკენ უნდა შემობრუნდნენ და, ხანოქის მსგავსად, მასთან ურთიერთობა შეინარჩუნონ. ღმერთი ამაში დაეხმარება ყველას, თუკი ადამიანები უფლის სიტყვის მთავარ გაკვეთილებს დაეუფლებიან.ქიმ 29.5

    სატანა ადამიანის გონების სრულ დაუფლებას გეგმავს, რათა აღარ დაუტოვოს დრო იმისათვის, რომ მან იფიქროს შეძენილი ცოდნის გამოყენებაზე და თავისი სწავლის ხარისხზე, მაგალითად, ეხმარება თუ არა მას ეს ცოდნა ღმერთისა და მის მიერ მოვლინებული იესო ქრისტეს უკეთ შეცნობაში. თუკი ადამიანები იღებენ განათლებას წუთისოფლის საზომით, თუკი ცოდნის შეძენის მიზანი მათთვის მხოლოდ ისაა, რომ წუთისოფელში განდიდდნენ, მაშინ ღმერთი მათ უმეცართ უწოდებს.ქიმ 29.6