Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ბოლოს და ბოლოს მაინც ჭეშმარიტება გაიმარჯვებს, 27 მარტი

    „არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის და დაემორჩილებიან მას ხალხები!” (დაბ. 49:10).ქიმ 89.1

    დიადი ბრძოლა სიცოცხლის მთავარსა და წყვდიადის მთავარს შორის გრძელდება, სულ უფრო ძლიერდება ყოველ მომდევნო თაობაში. სიმართლესა და სიცრუეს, ჭეშმარიტებასა და ტყუილს, სინათლის სამეფოსა და წყვდიადის სამეფოს შორის წარმოებს ჭეშმარიტად მკაცრი დაპირისპირება. ჭეშმარიტება ებრძვის სიცრუეს, ხოლო სიცრუე - ჭეშმარიტებას. დიდი დაპირისპირება უკვე რამდენიმე ათასწლეული გრძელდება.ქიმ 89.2

    ჭეშმარიტება, იესოში გაცხადებული, გაიმარჯვებს, რაშიც გვარწმუნებს წინასწარმეტყველება. მაგრამ ყველა გარეგნული ნიშნით ხალხს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს ცდომილება დაჯაბნის ჭეშმარიტებას. კაცთა მოდგმის დიდ ნაწილს კერპთაყვანისმცემლობა წალეკავს. ადამიანები აღამაღლებენ იმას, რასაც არ სცნობდა ქრისტე და შეეცდებიან სიმართლის დიადი ღვთიური საზომის უარყოფას.ქიმ 89.3

    სატანას ცოდვის მამამთავარს უწოდებენ. სწორედ ამისთვის მოევლინა წუთისოფელს ძე ღვთისა, რომ გაენადგურებინა ეშმაკის საქმეები. სატანის პირველი ნათელი დამარცხება ცდუნების უდაბნოში ქრისტეს დაძლევის წარუმატებელი მცდელობა იყო.ქიმ 89.4

    „არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის და დაემორჩილებიან მას ხალხები!” ეს წინასწარმეტყველება მომაკვდავმა იაკობმა წარმოთქვა თავისი შვილებისათვის. თუმცა მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მომავალი თაობებისათვის. კვერთხი ხელთ ეპყრათ ბელადებსა და მმართველებს ძალაუფლების ნიშნად. „არ მოსცილდება კვერთხი იუდას”. ტომებს შორის მისი მეთაურობის ემბლემა დარჩება და იუდას ტომი კვლავაც დარჩება განსაკუთრებულ ტომად, ვიდრე არ მოვა შილო (შემრიგებელი) და იუდას ტომმა მართლაც შეინარჩუნა პირველობა, მიუხედავად არახელსაყრელი გარემოებებისა, თვით ქრისტეს პირველ მოსვლამდე. ის რჩებოდა განსაკუთრებულ ტომად თვით შილოს მოსვლამდე.ქიმ 89.5

    მომაკვდავმა იაკობმა ეს წინასწარმეტყველება წარმოთქვა ქრისტეს სიკვდილამდე თითქმის ჩვიდმეტი საუკუნით ადრე. თვით ქრისტემ გადაწია ფარდა მის წინაშე, რათა იაკობს შეძლებოდა წინასწარმეტყველური თვალით განეჭვრიტა თავისი მომავალი თაობების ისტორია. ის ხედავდა, რომ მისი ტომიდან გამოვა საოცარი მრჩეველი, აღთქმული თესლი, შემრიგებელი, ღვთის მაცნე, რომელსაც დაევალება სულიერი სამეფოს შექმნა. იაკობი ხედავდა იმ დროს, როცა იუდას უკვე ხელთ აღარ ეპყრება კვერთხი. ხალხები ქრისტეს დროშის ქვეშ მოიყრიან თავს. როდესაც იუდეველნი პილატეს ეახლნენ, რათა მათთვის ქრისტე გადაეცათ, მათ თქვეს: „ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა”. ამით მათ თავად აღიარეს, რომ იუდამ კვერთხი დაკარგა”. ქიმ 89.6