Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნაწინასწარმეტყველები მესია უარყოფილია, 24 აგვისტო

    „უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არაა მიღებული თავის სამშობლოში” (ლუკ. 4:24).ქიმ 239.1

    როგორი დაძაბული ინტერესით აკვირდებოდნენ ზეციური ანგელოზები და უცოდველი სამყარო ბრძოლას, რომელიც მოწოდებული იყო შებილწული კანონის გამართლებისა და ამაღლებისაკენ. არა მხოლოდ ამ წუთისოფლისათვის, არამედ ღმერთის შექმნილი მთელი სამყაროსათვის საჭირო იყო ასე მნიშვნელოვანი საკითხის სამუდამო გადაწყვეტა. ბნელი შეთქმულების მონაწილენი ღმერთკაცზე კაცობრიობის მოდგმის მეოხსა და შუამავალზე თავისი ამაღლების სულ მცირე შესაძლებლობებს მოუთმენლად ელოდნენ, რათა წამოეძახათ: გამარჯვება! მაშინ წუთისოფელი ყველა მის მკვიდრთან ერთად, მთავარი მეამბოხის და ბნელეთის მთავრის სამუდამო სამფლობელად გადაიქცეოდა. მაგრამ სატანას ხელეწიფებოდა, მიწვდომოდა მხოლოდ ქუსლს, თავამდე ის ვერ აღწევდა. ახლა სატანა ხედავს, მისი ნამდვილი ხასიათი გაცხადდა მთელი ზეცის წინაშე, რომ ზეციური არსებანი და ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროები მთლიანად ღმერთის მხარეზე არიან. ის ხედავს, რომ მომავალში მათზე გავლენის შესაძლებლობას მთლიანად დაკარგავს. ქრისტეს ადამიანურმა ბუნებამ სამარადისოდ გადაწყვიტა დიადი ბრძოლის მთავარი საკითხი...ქიმ 239.2

    რამ უბიძგა იესოს ხალხს, რომ ასე დაემცირებინათ იგი? იუდეველნი მიწიერ მთავარს ელოდნენ, ელოდნენ იმ ძალაუფლებისაგან თავის დახსნას, რომელზედაც ღმერთმა თქვა, რომ ის იბატონებს მათზე, თუკი ისინი უარს იტყვიან უფლის გზებით სიარულსა და მისი მცნებების და წესების დაცვაზე. ებრაელები ამაყად აცხადებდნენ, რომ ისრაელის მეფე, იუდადან ამომავალი ვარსკვლავი დაამსხვრევს მათი მონობის ბორკილებს და გადააქცევს მათ მღვდელთა სამეფოდ.ქიმ 239.3

    მაგრამ იესოს გარეგნული დიდებულებისა და სიმდიდრის არ არსებობამ როდი აიძულა იუდეველნი უარეყოთ იგი. სიმართლის მზე, რომელიც ასე ბრწყინავდა ზნეობრივ სიბნელეში, აცხადებდა განსხვავებას ცოდვასა და სიწმინდეს, უბიწობასა და სიბილწეს შორის და სწორედ ეს ნათელი იყო მიუღებელი იუდეველთათვის...ქიმ 239.4

    ქრისტე აკეთებდა იმას, რაც წინასწარ განსაზღვრა, როგორც თავისი მისია: სნეულნი იკურნებოდნენ, ეშმაკეულთ ჯანსაღი გონი უბრუნდებოდათ, კეთროვანნი იწმინდებოდნენ, დამბლადაცემულნი ჯანსაღდებოდნენ. მუნჯები ლაპარაკს იწყებდნენ, ყრუთა ყურები სმენას იბრუნებდა, მკვდრები მკვდრეთით აღდგებოდნენ და საწყალნი სახარების ქადაგებას ისმენდნენ... ქრისტეს ყოველი სასწაული არწმუნებდა ცალკეულ იუდეველთ იმაში, რომ ის მართლაც მესიაა, რომელიც ასრულებს წინასწარმეტყველებას მის შესახებ. მაგრამ არ მიიღეს ზეციური ნათელი და კიდევ უფრო მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ მის მტკიცებებს...ქიმ 239.5

    ქრისტეს მოძღვრება, დამრიგებლური სიტყვებისა და პირადი მაგალითის სახით ის დათესილი თესლი იყო, რომელიც შემდგომში მოწაფეების მეშვეობით უნდა გაზრდილიყო.ქიმ 239.6