Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გამოიჩინეთ სიფრთხილე მეგობრების არჩევისას, 30 მაისი

    „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა” (იაკ. 1:5).ქიმ 153.1

    მთელი სიბრძნე, რომელსაც ადამიანები ფლობენ - ეს ღმერთის ძღვენია. მას შეუძლია სიბრძნე შესძინოს ყველას, ვინც რწმენით ითხოვს და აუცილებლად გააკეთებს ამას. სოლომონი ეძიებდა სიბრძნეს ღმერთთან და ისიც უხვად მიეცა. მაგრამ როგორ უცქერდა მას ზეციური სამყარო, როცა მან გარყვნა ეს სიბრძნე და ღმერთის დიადი და წმინდა ნიჭი საკუთარი თავის განსადიდებლად გამოიყენა? ღმერთმა სოლომონი ტაძრის ასაშენებლად აირჩია, მაგრამ რარიგ გარყვნა მან ეს წმინდა დავალება! ის დაუკავშირდა წარმართ ხალხებს. და ისინი, ვინც ტაძრის კურთხევისას ლოცულობდა ღვთისადმი მათი ერთგულების შესახებ, თავად დაიწყეს ღმერთისაგან მთელი გულით დაშორება. უფლის მტრებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებით სოლომონმა საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი სულის მარადიული ინტერესები.ქიმ 153.2

    რა დიდი სიფრთხილეა საჭირო მეგობრების არჩევისას! წუთისოფელთან მეგობრობა უთუოდ გამოიწვევს სულიერი პრინციპების განიავებას. სოლომონის წარმართმა ცოლებმა გააცივეს მისი გული ღმერთის მიმართ. მისი ფაქიზი აღქმა დაჩლუნგდა, გული კი გასასტიკდა, რადგან დაკარგა გულმოწყალება ხალხის მიმართ და სიყვარული ღმერთისადმი. მისმა სინდისმა ჩათვლიმა და მმართველობა დესპოტური გახდა.ქიმ 153.3

    სოლომონმა თავისი დაღუპვის გზა თავად გაკვალა, როდესაც სხვა ქვეყნებში დაიწყო ტაძრის მშენებელ ოსტატთა ძებნა. ღმერთი თავად ასწავლიდა საკუთარ ხალხს. მისი ჩანაფიქრის თანახმად, იუდეველნი სიბრძნეში უნდა მდგარიყვნენ და არც ერთ სხვა ხალხზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყვნენ თავისი უნარით, რადგან ღმერთისგან მიიღეს განსაკუთრებული ნიჭი. მათ რომ სუფთა ხელები, სუფთა გული და კეთილშობილი, კურთხეული მიზნები ჰქონოდათ, ღმერთი მათ თავის წყალობას არ მოაკლებდა. მაგრამ სოლომონის მზერა ღმერთისაკენ კი არა, წუთისოფლისაკენ იყო მიმართული და მისი ცრუ ძალა სისუსტე აღმოჩნდა. მან შეიტანა იერუსალიმში ბოროტი გავლენის საფუარი, რომელიც პოლიგამიისა და კერპთაყვანისმცემლობის სახით შემორჩა. არავითარი ეჭვი აღარ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიყვანა ისრაელი ცოდვაში.ქიმ 153.4

    თუმცა შემდგომში სოლომონმა მოინანია, მისმა მონანიებამ ვერ გაანადგურა კერპთაყვანისმცემლობის წარმართული წესჩვეულებანი, რომლებიც ხალხში დამკვიდრდა. ყოველი ჩვენგანი ან კარგ, ან ცუდ მემკვიდრეობას ტოვებს. უცხოური ვერცხლი და ოქრო სოლომონმა დიდ ფასად შეიძინა - ეს იყო წმინდა ინტერესების ღალატი. წარმართ ხალხებთან ცუდმა მეგობრობამ გარყვნა კეთილი ზნეობა. როდესაც უფლის შვილები ზურგს აქცევენ ყველა სიბრძნის ღმერთს და მზერას მიაპყრობენ იმათ, ვისაც არ უყვარს ღმერთი, რათა მათგან მიიღონ სიბრძნე და მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება, უფალი ვერ დაუშვებს, რომ მათ იხელმძღვანელონ არა ზეციური, არამედ მიწიერი სიბრძნით.ქიმ 153.5