Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცდუნება ხშირად ინიღბება სიამოვნების ქვეშ, 15 იანვარი

    „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისაგან არ ჭამოთო?” (დაბ. 3:1).ქიმ 17.1

    დასახული მიზნის ფარულად განხორციელებისათვის სატანამ გადაწყვიტა გველი გამოეყენებინა - ეს საუკეთესო ნიღაბი იყო მისი მზაკვრული ჩანაფიქრის აღსასრულებლად. გველი ერთერთი ყველაზე ლამაზი და ბრძენი არსება იყო მთელ დედამიწაზე. მას ჰქონდა ფრთები, რომლის ბრწყინვალება ფრენის დროს საოცარ მიმზიდველ სანახაობას ქმნიდა. იგი მოხერხებულად მოეწყო აკრძალული ხის ნაყოფით დამძიმებულ ტოტებზე და ამ მშვენიერი ნაყოფით ცდილობდა ცნობისმოყვარე თვალის თავისკენ მიზიდვას. ასე უთვალთვალებდა სამოთხის ბაღის სიღრმეში მიმალული მაცდური თავის ნადავლს. ანგელოზები აფრთხილებდნენ ევას, არ მოსცილებოდა გვერდიდან ქმარს, ვინაიდან ადამის სიახლოვეს საფრთხე ნაკლები იყო. მაგრამ ერთხელ ფიქრებში გართული ევა ისე მოშორდა მას, რომ ვერც კი შეამჩნია. მარტოდ დარჩენილი ევა მოსალოდნელი საფრთხის რაღაც მძიმე წინათგრძნობამ შეიპყრო. მაგრამ მალე შეეცადა თავიდან მოეცილებინა ეს შიში იმ აზრით, რომ ის საკმაოდ გონიერი და ძლიერია, რათა ამოიცნოს ბოროტება და წინ აღუდგეს მას. ევას სრულიად გადაავიწყდა ანგელოზების გაფრთხილება და სულ მალე აკრძალულ ხესთან აღმოჩნდა, რომელსაც ცნობისმოყვარეობითა და გაოცებით შეაცქერდა. ამ ხის ნაყოფი მეტად მშვენიერი იყო და ევას გაუკვირდა, რატომ აუკრძალა ღმერთმა მისი შეჭმა. მაცდურს ხელსაყრელი მომენტი დაუდგა; თავი ისე აჩვენა, თითქოს მისთვის ცნობილი იყო ევას აღელვების მიზეზი და ჰკითხა: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?” განცვიფრებულმა და შეშინებულმა ევამ გველის სიტყვებში თითქოს თავის საიდუმლო ფიქრებზე პასუხი მიიღო.ქიმ 17.2

    და ევამ ასეთი პასუხი გასცა მაცდურს: „რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო”. უთხრა გველმა დედაკაცს: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი”.ქიმ 17.3

    ასე იღწვის სატანა ადამის დროიდან დღემდე და დიდი წარმატებითაც. იგი აცდუნებს ადამიანებს ეჭვი შეიტანონ ღვთის სიყვარულსა და სიბრძნეში. იგი მუდამ ცდილობს გააღვიძოს ადამიანებში უადგილო ცნობისმოყვარეობა და მგზნებარე ჟინი ღვთიური სიბრძნისა და ძალის საიდუმლო სიღრმეებში შეჭრისას; და რამდენი ადამიანი ასეთი მცდელობით გვერდს უვლის მისი გადარჩენისათვის საჭირო და აუცილებელ ჭეშმარიტებას.ქიმ 17.4