Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ხანოქის მაგალითი დღესაც მისაბაძია, 7 თებერვალი

    „რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას” (2 პეტრ. 1:4).ქიმ 40.1

    ხანოქისათვის არაფრით არ იყო უფრო იოლი, რომ ეცხოვრა მართალი ცხოვრებით, ვიდრე დღეს - ჩვენთვის. ხანოქის დროინდელი წუთისოფელი სულაც არ უწყობდა ხელს მადლსა და სიწმინდეში ამაღლებას, ვიდრე დღეს, მაგრამ ხანოქი ლოცვასა და ღმერთთან ურთიერთობას უთმობდა დროს და სწორედ ეს დაეხმარა, რათა თავიდან აეცილებინა წუთისოფელში გაბატონებული ვნებებით გახრწნა. სწორედ უფლისადმი ერთგულებისათვის იქნა ის მიჩნეული იმის ღირსად, რომ ზეცად ამაღლებულიყო.ქიმ 40.2

    ჩვენ ბოლო ჟამის საშიშროებათა გარემოცვაში ვცხოვრობთ და უნდა შევივსოთ ახალი ძალით იმ წყაროდან, საიდანაც ხანოქი. უნდა ვიაროთ ღმერთთან ერთად. ჩვენ მოგვეთხოვება, რომ გამოვეყოთ წუთისოფელს. ამას ვერ შევძლებთ, თუ ერთგული ხანოქის მაგალითს არ მივსდევთ და არ ვივლით ღმერთთან. მაგრამ რამდენი ადამიანი დაიმონა ხორციელმა ვნებამ, თვალთა სურვილმა და ცხოვრებისეულმა სიამაყემ! ამ მიზეზით ისინი კარგავენ ღვთიური ბუნების თანაზიარობას და არ ცდილობენ, სიძვით გახრწნილი წუთისოფლისაგან განშორებას. ისინი საკუთარ თავს ემსახურებიან და საკუთარ თავსავე ადიდებენ, მუდამ იმაზე ფიქრობენ, რა ჭამონ, რა სვან და რით შეიმოსონ.ქიმ 40.3

    ბევრი ლაპარაკობს მსხვერპლზე, თუმცა არ ესმით მისი მნიშვნელობა და ერთი ნაბიჯის გადადგმასაც არ ცდილობენ ამ გზით. ისინი ქრისტეს ჯვარზეც ლაპარაკობენ და აღიარებენ ღმერთისადმი რწმენას, მაგრამ თავგანწირვისა და თავისი უფლის მსგავსად ჯვრის ტარების გამოცდილება არ გააჩნიათ.ქიმ 40.4

    ღვთიური ბუნებისადმი მათი თანაზიარობის შემთხვევაში, მათში ისეთივე სულისკვეთება იქნებოდა, როგორც მათ უფალში, ცხოვრებაში კი გამოავლენდნენ ისეთივე სინაზესა და სიყვარულს, სიბრალულსა და თანადგომას. ისინი არ დაელოდებოდნენ იმას, თუ როდის მივიდოდნენ მათთან გლახაკნი და ტვირთმძიმენი მუდარით - გაეზიარებინათ მათი ჭირვარამი. მათთვის ისევე ბუნებრივი იქნებოდა გაჭირვებულთათვის დახმარების გაწევა, როგორც ქრისტესათვის - სიარული ყველგან სიკეთის საქმნელად.ქიმ 40.5

    ყველას, დიდსა და პატარას, ვინც ქრისტეს რელიგიას აღიარებს, უნდა ახსოვდეს, რა დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. თითოეულმა ცალცალკე ბევრი უნდა იშრომოს, ჩაებას სულიერ ბრძოლაში და იქადაგოს ქრისტე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს რომ ყველას გაეცნობიერებინა და საქმისათვის ხელი მოეკიდა, უძლეველი გავხდებოდით. ჩვენს თავზე ზეციური მტრედი იფარფატებდა, სიმართლის მზე გაბრწყინდებოდა და თავის სხივებს შემოგვანათებდა. უფლის დიდების ნათელი ისევე მისაწვდომი იქნებოდა ჩვენთვის, როგორც ღირსეული ხანოქისათვის.ქიმ 40.6