Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იკვლიეთ დანიელის წიგნი გამოცხადების წიგნთან ერთად, 23 ნოემბერი

    „მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვა იმ დღეებს შეეხება” (დან. 10:14).ქიმ 330.1

    დანიელი ისრაელის ცოდვებთან აიგივებდა თავს და ებრაელთა ცოდვებს ინანიებდა როგორც საკუთარს. იგი ლოცულობდა: „უფალო, ისმინე! უფალო, გვაპატიე! უფალო ყური მოგვაპყარ და იმოქმედე და ნუ დააყოვნებ, შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო! რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს”. ამასთანავე ზეციურმა მაცნემ, გაბრიელმა სამჯერ უწოდა მას სასურველი კაცი...ქიმ 330.2

    როგორ შეიძლება, არ გვესმოდეს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ზეციური სამყარო მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს დაცემულ წუთისოფელთან! დანიელისათვის მიცემული გამოცხადება ჩვენს გულებს უნდა ავსებდეს მოწიწებით, მორჩილებით, თავმდაბლობით, ხოლო ჩვენს სიამაყეს ანადგურებდეს...ქიმ 330.3

    აქ ვხედავთ ზეციური სამყაროსა და ჩვენი წუთისოფლის მჭიდრო კავშირს. დანიელისათვის მიცემული გამოცხადება შეივსო კუნძულ პატმოსზე იოანესათვის მიცემული გამოცხადებით. ორივე წიგნი ყურადღებითაა წასაკითხი. დანიელმა ორჯერ იკითხა, რამდენი დრო დარჩა დასასრულამდე: „მოვისმინე, მაგრამ ვერ მივხვდი და ვუთხარი: „უფალო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ?” თქვა: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები დაფარული და დაბეჭდილია ბოლო ჟამამდე. მრავალი გასუფთავდება, განსპეტაკდება და გამოიწრთობა. ხოლო უკეთურნი იუკეთურებენ და ვერც ერთი უკეთური ვერ მიხვდება, ხოლო განბრძნობილნი მიხვდებიან... შენ კი გასწიე შენი აღსასრულისაკენ. განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა აღსასრულისას”.ქიმ 330.4

    ლომმა იუდას ტომიდან გახსნა ეს წიგნი და გამოუცხადა იოანეს, რა მოხდებოდა ბოლო ჟამს. დანიელმა შეასრულა ამოცანა, გადმოგვცა დამოწმება, ბეჭდით დაბეჭდილი ბოლო ჟამამდე, როცა წუთისოფელმა უნდა შეიტყოს პირველი ანგელოზის უწყება. ეს საკითხები უდიდესი მნიშვნელობისაა ბოლო დღეებში... დანიელის წიგნი გახსნილია იოანეს გამოცხადებაში, იგი გვამცნობს მომავალს, დედამიწის ისტორიის უკანასკნელ მოვლენებს.ქიმ 330.5

    დანიელის ცხოვრება გვიცხადებს, რომ უფალი ყოველთვის მზადაა მომნანიებელ სულთა ლოცვების მოსასმენად, და როდესაც უფალს მთელი გულით მივმართავთ, იგი გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას. აქ ჩანს, საიდან იღებდა დანიელი ჩვევებსა და სიბრძნეს, და თუ ღმერთს შევთხოვთ სიბრძნეს, იგი გაამრავლებს ჩვენს ნიჭს და გვიბოძებს ზეციურ ძალას. თუ ღმერთთან მივალთ მორჩილებითა და თავმდაბლობით და ვემსახურებით რწმენით, მსგავსად დანიელისა, ვიხილავთ ხსნას ღვთისაგან. უნდა ვილოცოთ ისე, როგორც ადრე არასოდეს გვილოცია.ქიმ 330.6