Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    რელიგიურ წინამძღოლთა წინააღმდეგობა, 23 ოქტომბერი

    „როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველნი, გაბრაზებულნი, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. და დაადვეს ხელები მათ და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, ვინაიდან უკვე საღამოვდებოდა” (საქმე. 4:1-3).ქიმ 299.1

    მოციქულთა მტკიცებამ იმის შესახებ, რომ ნახეს ქრისტე აღდგომის შემდგომ და რომ იგი ცად ამაღლდა, უკუაგდო სადუკეველთა სწავლების ფუნდამენტური პრინციპები. ისინი ამას ვერ დაუშვებდნენ. მღვდლები და მთავრები აღშფოთდნენ. მათ შეიპყრეს მოციქულები და საპყრობილეში ჩასვეს. მაგრამ ისინი არ შეშინდნენ და არ გატყდნენ...ქიმ 299.2

    „მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა”. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველთვის არ უნდა დავემორჩილოთ ძალაუფლების მქონეთ, მაშინაც კი, თუ ისინი ბიბლიის მასწავლებლებად ითვლებიან. დღეს ბევრს აღაშფოთებს და გულს სტკენს ის ფაქტი, როდესაც ვინმე თავს უფლებას აძლევს გამოთქვას ისეთი შეხედულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სარწმუნოების პუნქტების მათეულ გაგებას. განა ისინი დიდხანს არ იცავდნენ საკუთარ შეხედულებებს როგორც ჭეშმარიტებას? ასე მსჯელობდნენ მღვდლები და რაბინები მოციქულთა დღეებში. რისი თქმა უნდათ ამ უმეცრებს, რომელთაგან ზოგი უბრალო მეთევზეა? როგორ ბედავენ, იქადაგონ იდეები, რომლებიც ეწინააღმდეგება სწავლული მღვდლებისა და გამგებლების ნაქადაგებ დოქტრინებს? მათ უფლება არა აქვთ, შეცვალონ იუდეველთა სარწმუნოების ფუნდამენტური პრინციპები.ქიმ 299.3

    მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ზეციერი ღმერთი ზოგჯერ ავალებს ადამიანებს იქადაგონ ის, რაც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სარწმუნოებრივ მოძღვრებას. რადგან ოდესღაც ჭეშმარიტების მცველმა ადამიანებმა ვერ უერთგულეს თავიანთ წმინდა დანიშნულებას, უფალმა სხვები აირჩია, რომელთაც მიიღეს სიმართლის მზის კაშკაშა სხივები და იცავდნენ რელიგიურ წინამძღოლთათვის მიუღებელ ჭეშმარიტებებს. და მაშინ ამ ბრმა წინამძღოლებმა ეგრეთ წოდებული სამართლიანი რისხვა დაატეხეს თავს მათ, ვინც უარყო მათი საყვარელი იგავები...ქიმ 299.4

    მაგრამ სულიწმიდა დროდადრო აცხადებს ჭეშმარიტებას თავისი რჩეული იარაღის მეშვეობით და არავის, მღვდელსა და გამგებელსაც კი, არ შეუძლიათ თქვან: თქვენ საჯაროდ არ უნდა გამოთქვათ თქვენი აზრები, რადგან მე მათი არ მჯერა. ეს თვითდაჯერებული „მე” ეცდება, დაგმოს და დააკნინოს სულიწმიდა.ქიმ 299.5