Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქალებ იაფუნეს ძის მსგავსი კაცები ჯერ კიდევ საჭირონი არიან დღეს, 25 აპრილი

    „ქალებმა დაამშვიდა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: ასვლით ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა” (რიცხ. 13:31).ქიმ 118.1

    ქალების მსგავსი კაცების საჭიროება დიდი იყო ჩვენი მოძრაობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. დღეს ჩვენ გვჭირდება ღმერთის აბსოლუტურად ერთგული მსახურები; რომლებიც მხოლოდ ღმერთს ემსახურებიან. ჩვენ გვჭირდება ისეთი მუშაკები, რომლებიც არ გაჩუმდებიან, როცა საჭიროა ლაპარაკი, ფოლადივით მტკიცენი, თავისუფალნი ნებისმიერი პირმოთნეობისაგან, ღმერთთან მორჩილად მოსიარულენი. ეს არიან მომთმენი, კეთილი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მამაცი მსახურები, რომელთაც კარგად ესმით, რომ ლოცვის მეცნიერება - ეს არის რწმენა; რომლებიც იღწვიან ღმერთისა და მისი ხალხის სადიდებლად...ქიმ 118.2

    ღმერთი ვერ შეეგუება თავისი საქმის ისეთ ხელმძღვანელებს, რომლებიც პირმოთნეობას ავლენენ მსახურებაში. მისმა მსახურებმა მყარად უნდა დაიკავონ ღმერთის პოზიცია და მხარი არ უნდა დაუჭირონ არანაირ ბოროტ საქმეს. იესოს მიმდევარი რომ იყო, გულწრფელი უნდა იყო რწმენაში შესვლის დასაწყისშივე და ასე უნდა იცხოვრო ყოველდღე.ქიმ 118.3

    დგება დრო, როდესაც კრიზისი ხასიათს განამტკიცებს... ზოგიერთი მუშაკი კარგავს თავის სულიერ მხედველობას. ისინი ვეღარ არჩევენ წმინდას უწმინდურისაგან. მათი ხმა ყველაზე ხმამაღლა გაისმის, როცა მტერს ემსახურებიან. დუმილი უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა მათი მხრიდან. მათი ძალა იმაშია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. დუმილი მათ შემთხვევაში ყველაზე სასარგებლო მჭევრმეტყველება იქნებოდა. ყველა ადამიანისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის თვალსაზრისს იზიარებენ ისინი: ღმერთისას თუ სატანისას.ქიმ 118.4

    დღეს უფლის შვილებს ბევრად მეტი ნათელი გააჩნიათ, ვიდრე ძველ ისრაელს, მათ არა მარტო ეფინება კაშკაშა ნათელი, არამედ მათ კიდევ გააჩნიათ მოსესათვის ღმერთის მიერ მიცემული დარიგება ხალხისათვის გადასაცემად. ღმერთმა მიუთითა განსხვავებაზე წმინდასა და ყოველდღიურს შორის და განაცხადა ამ განსხვავების მკაცრ დაცვაზე...ქიმ 118.5

    უფალმა უძღვნა თავის ხალხს დიადი ნათელი და ძვირფასი დარიგება. რა მწუხარებას, სირცხვილსა და სულიერ ტკივილს განიცდიდნენ ღმერთის ერთგული მსახურნი, როდესაც იესო ნავეს ძისა და ქალების მსგავსად ესმოდათ, თუ როგორ უარყო ისრაელმა თავისი ბელადი და არჩევანი შეაჩერა ისეთსავე მეამბოხეზე, როგორიც თავად იყვნენ, რათა მას ისევ ეგვიპტეში დაებრუნებინა ისინი. დრტვინავდნენ რა თავის ბედზე, ისრაელიანნი გმობდნენ ღმერთს. ღმერთი კი ამ დროს მიუთითებდა, რომ უარს ამბობდა ქანაანის მიწის დაცვაზე და სწორედ ახლაა ისრაელიანთა ამ მიწაზე შესვლის დრო.ქიმ 118.6

    ქალებმა ამცნო ჭეშმარიტება იმ ჟამისათვის და ნებისმიერი ეპოქისათვის: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ეს ქვეყანა ფრიად, ფრიად კარგია. თუ მოწყალეა ჩვენზე უფალი, მაშინ შეგვიყვანს ჩვენ ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ იმ ქვეყნის ხალხისა. რადგან ჩვენ მალე დავძლევთ მათ. გაშორდა მათ მათი მფარველი, ხოლო უფალი ჩვენს შორის არის. ნუ გეშინიათ მათი”.ქიმ 118.7