Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გარემოებები არ უნდა გვმართავდნენ, 29 მარტი

    „აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო... და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად” (დაბ. 39:5, 6).ქიმ 91.1

    ბევრი ადამიანი ცდილობს გაამართლოს თავისი მდგომარეობა არასახარბიელო პირობებით და იმაში, რომ ისინი იძულებულნი არიან ურთიერთობა შეინარჩუნონ უღმერთო და თავშეუკავებელ ადამიანებთან, დაადანაშაულონ გარემოებები. ნუ მოტყუვდებით. შენ თავად შეგიძლია ჩამოაყალიბო შენი გარემოცვა და არ დაუშვა, რომ გარემოებამ უარყოფითი გავლენა იქონიოს შენს ხასიათზე და შეეცადო დახვეწო იგი. ღვთისმოსაობა გაუძლებს გამოცდას, რადგან მას ცოცხალი, მისი მკვებავი ფესვები ან წყარო გააჩნია.ქიმ 91.2

    კაცის გაფუჭებული გული - აი, იმის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ადამიანს მოსწონს ქარაფშუტა და ცოდვილ ადამიანთა საზოგადოებაში ყოფნა. იესოს ყველა ჭეშმარიტი მიმდევრის ხასიათის მუდმივი სისპეტაკის საიდუმლო იმაშია, რომ მათ უყვართ ჭეშმარიტება და სიმართლე. მათი ზნეობრივი გემოვნება გაუკუღმართებული არაა და თუმცა ბოროტება გარს ერტყმით, ჭეშმარიტების ღრმა გავლენა ეხმარება მათ, კვლავაც დარჩნენ ღმერთის ერთგულნი და მედგრად დაუხვდნენ ყველაზე არასახარბიელო გარემოებებსაც კი. ესაა ქრისტიანულ ხეზე მოწეული ნაყოფი, რწმენა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ღმერთის სუფევა და დახმარება ყოველ ჟამს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს მუდამ აქვთ ღმერთის უკმაყოფილების გამოწვევის შიში, რომლის მიმართაც მოწიწებას გამოხატავენ და უყვართ იგი. სწორედ ამ პრინციპმა დაიცვა იოსები დაცემისაგან ცდუნებების ჟამს. შენ უნდა განავითარო საკუთარ თავში ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა მისი გულმოწყალებისა და სიკეთისადმი, მისი სუფევისადმი. შენ უნდა ილოცო ისე, როგორც არასოდეს.ქიმ 91.3

    ალბერტი (მეგობარი) არ გეხმარება შენ. შენ კი არ ეხმარები მას, რადგან თქვენ ერთმანეთზე არ ახდენთ კეთილ გავლენას. ერთმანეთზე ზემოქმედებით თქვენ აძლიერებთ სატანის ცდუნებას და ერთმანეთს აშორებთ ჭეშმარიტებას, სიწმინდეს და სიმართლეს. ანგელოზები სირცხვილით წითლდებიან, როცა თქვენი სიტყვები ესმით და თქვენს ქცევას ხედავენ. თქვენ ერთმანეთის მაცდუნებლები გახდით. ორივემ უნდა გამოიჩინოთ მორჩილება ჯვრის წინაშე და დაიმორჩილოთ ურჩი გულები. ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა, როგორც ხასიათის განუყოფელი ნაწილი - აი, რას შეუძლია გადააქციოს ახალგაზრდები წუთისოფლის სინათლედ.ქიმ 91.4

    ღვთისმოშიშობა - რა მცირედაა იგი წუთისოფელში! ზოგიერთი იმ ადამიანებს დაემსგავსა, ვინც ნოეს კიდობნის აგებაში ეხმარებოდა. ისინი ისმენენ ჭეშმარიტებას, მათ ყველა უპირატესობა გააჩნიათ, რათა ზნეობრივი ადამიანები გახდნენ და მაინც, კეთილი საზოგადოების ნაცვლად, გარყვნილთა წრეს ირჩევენ. თუკი არის რაიმე სახით ცუდი გავლენა, ისინი აუცილებლად ექცევიან ამ გავლენის ქვეშ. და თუმცა ასეთი ადამიანები მონაწილეობენ იმ ჭეშმარიტების მომზადებაში, რომელიც უნდა დაეხმაროს ხალხს უფლის დღეს გადარჩენაში, მათ დაღუპვა ელით ნოეს ყველა იმ დურგლის მსგავსად, რომლებიც მას კიდობნის მშენებლობაში ეხმარებოდნენ. დაე, გფარავდეთ ღმერთი, რათა არ აღმოჩნდეთ ამგვარ ადამიანთა რიგებში!ქიმ 91.5