Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნოემბერი

    ღვთის უწყება მის ხალხს, 1 ნოემბერი

    „აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს” (გამოცხ. 2:10).ქიმ 308.1

    იოანე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაცხოვართან მიწიერი ცხოვრებისა და მსახურების წლებში. მას ესმოდა ქრისტეს საოცარი სიტყვები, ხედავდა მის საკვირველ საქმეებს და ყველასათვის გასაგებად აუწყებდა თავის მოწმობას. იოანე ლაპარაკობდა ქრისტეს სიყვარულით აღვსილი გულის სისავსისაგან და ვერავითარი ძალა ვერ დაადუმებდა...ქიმ 308.2

    უფლის მსგავსად, იოანე მოთმინებით იტანდა სიცოცხლის ყველა ხელყოფას. როდესაც მტრებმა ჩააგდეს მდუღარე ზეთიან ქვაბში, ეგონათ ვერასოდეს გაიგებდნენ მის ხმას. მაგრამ როცა გაისმა სატანური სიტყვები: „ასე დაიღუპება ყველა, ვისაც ამ მატყუარა იესო ნაზარეველისა სჯერა”, იოანემ თქვა: „ჩემმა უფალმა და მასწავლებელმა მოთმინებით გადაიტანა ყველაფერი, რისი გამოგონებაც კი შეძლეს სატანამ და მისმა ანგელოზებმა, ცდილობდნენ რა დაემცირებინათ და გაეწამებინათ იგი. მან საკუთარი სიცოცხლე გაიღო, რათა ეხსნა წუთისოფელი. იგი მოკვდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა. ჩემთვის პატივია ვიტანჯო მისი გულისათვის. მე მხოლოდ სუსტი, ცოდვილი ადამიანი ვარ, ქრისტე კი წმინდა, უდანაშაულო და შეუბღალავი იყო. რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს”. მტრისგან დატანჯული იოანეს სიტყვებმა იმოქმედა და ქვაბიდან ისევ ჩამგდებთ ამოიყვანეს.ქიმ 308.3

    სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაასახლეს იოანე კუნძულ პატმოსზე. მტრებს ეგონათ, მოკვდებოდა მძიმე ცხოვრებისა და მივიწყებისაგან. მაგრამ იოანე გადასახლებაშიც კი იძენდა მეგობრებს და ქრისტეს რჯულზე მოაქცევდა ადამიანებს. მტრებს ეგონათ, ერთგული მოწმე ისეთ ადგილზე მოათავსეს, სადაც აღარ შეაწუხებდა ისრაელს და წუთისოფლის ბიწიერ მმართველებს...ქიმ 308.4

    ღმერთი, ქრისტე და ზეციური მხედრობა თან ახლდნენ იოანეს კუნძულ პატმოსზე. მათგან იღებდა დარიგებებს, შემდეგ კი გადასცემდა მათ, ვინც მასავით ქვეყნიერებას ჩამოცილებული იყო. გადასახლებაში მოციქული იწერდა ღვთიურ ხილვებსა და გამოცხადებებს დედამიწის ისტორიის დასკვნითი პერიოდის შესახებ. როდესაც იოანეს ხმა უნდა დადუმებულიყო, შეეწყვიტა დამოწმება და ლაპარაკი მასზე, ვისაც ეთაყვანებოდა და ემსახურებოდა, მაშინ უწყებამ, რომელიც მას კლდოვან, უდაბურ ნაპირზე მიეცა, ანთებული ლამპრის შუქივით იწყო გავრცელება. ყოველ ტომს, ერს, ენასა და ხალხს უნდა შეეტყო უფლის მტკიცე გეგმის შესახებ, რომელიც არა მარტო ებრაელ ერს, არამედ დედამიწის ყველა ხალხს ეხება.ქიმ 308.5