Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აგვისტო

    ირწმუნეთ, რომ ქრისტე გვაძლევს გამარჯვების ძალას, 1 აგვისტო

    „ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ” (ეფეს. 2:10).ქიმ 216.1

    გამარჯვების მცდელობისას უამრავ ცდუნებას გადაეყრებით, მაგრამ თუ არ შეასუსტებთ გულმოდგინებას, ქრისტე დიდ გამარჯვებას გიძღვნით. რაც უფრო სერიოზულია გამოცდა, მით უფრო ძვირფასი იქნება მოპოვებული გამარჯვება. საკმარისია თქვენი ძალის წყაროს - ქრისტეს მიმართოთ და დიდ კურთხევას მიიღებთ. მაგრამ უნდა ვისწავლოთ იესო ქრისტესთვის ყველა ჩვენი საზრუნავის გადაცემა, რადგან ისაა ჩვენი შემწე. მიიტანეთ უფალთან ლოცვაში ყველა თქვენი მწუხარება და დარდი.ქიმ 216.2

    იესოსადმი რწმენა - ეს დიადი საქმეა. გვესმის, როგორ ლაპარაკობს ბევრი: „ირწმუნეთ, ირწმუნეთ; იესოსადმი რწმენა, აი, ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ”. მაგრამ ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ დავინტერესდეთ: მაინც რას წარმოადგენს ეს რწმენა და რას მოიცავს იგი. ბევრი ჩვენგანის რწმენა ფორმალურია. ბიბლია გვასწავლის, რომ ეშმაკებსაც სწამთ და თრთიან. როცა სატანა ზეცაში იმყოფებოდა, მას სწამდა, რომ ქრისტე უფლის ძეა, ხოლო დედამიწაზე მოხვედრის შემდეგ ბრძოლის ველზე შეეჯახა მას. მას სწამდა ქრისტე, მაგრამ ეს გადაარჩენდა კი მას? არა, რადგან სატანამ ქრისტეს თავის ცხოვრებაში ადგილი არ დაუთმო და არც მის ხასიათზე ზეგავლენის მოხდენის უფლება მისცა. ჩვენ ისეთი რწმენა უნდა გვქონდეს, რომელიც სიყვარულით მოქმედებს და წმენდს სულს და ეს რწმენა ქრისტეში გვიბიძგებს, რათა დავტოვოთ ყოველი, რაც მას შეურაცხყოფს.ქიმ 216.3

    თუ არ გვექნა ქმედითი რწმენა, ვერაფერს შევიძენთ. თქვენ შეიძლება დაეთანხმოთ იმას, რომ ქრისტე ქვეყნიერების მხსნელია, მაგრამ არის კი იგი პირადად თქვენი მხსნელი? გწამთ თუ არა დღეს, რომ ის გაძლევთ ძალას და ძალაუფლებას თქვენი ხასიათის ხარვეზების აღმოსაფხვრელად?.. უნდა ვიზარდოთ იესო ქრისტეში მყოფ კაცთა და ქალთა სრულ ასაკამდე და ამგვარად აღვმართოთ ძვირფასი ტაძარი უფლის სადიდებლად. ის ამბობს: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი”...ქიმ 216.4

    მართალი ცხოვრებით ვცხოვრობთ თუ კვლავ ცოდვაში ვაგრძელებთ ცხოვრებას - ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული ხვედრი. ქრისტეს შეუძლია ზოგიერთ ჩვენგანს უთხრას, რომ რცხვენია, გვიწოდოს ძმები და დები, მაგრამ გულმოწყალე მხსნელი მათ გვერდით დგას, ვინც მძიმე ტვირთმა მოხარა და ეხმარება მათ...ქიმ 216.5

    მან ჩვენი ბუნება გაიზიარა, რათა დაგვეხმაროს მძიმე ცდუნების ჟამს... ნუთუ არ მივიღებთ მას, როგორც საკუთარ მხსნელს? თუკი გრძნობთ საკუთარ თავზე ცოდვის ჭრილობებსა და ეკლებს, მაშინ, სწორედ რომ დროულია, მოუხმოთ მხსნელს დასახმარებლად.ქიმ 216.6