Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გწამდეთ და ასრულებდეთ მამის ნებას, 23 დეკემბერი

    „ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას” (მათ. 7:21).ქიმ 360.1

    სიწმინდე ნიშნავს ღვთის რჯულის სრულ მორჩილებას. იქ წერია, რა შეიძლება და რა არა. ვინც არ მისდევს რჯულს და უწმინდური საქციელით ბღალავს მის სახელს, იგი ღვთის მეამბოხედ ჩაითვლება და წმინდა ვერ იქნება...ქიმ 360.2

    ასრულებენ თუ არა ქრისტეს საქმეს ადამიანები, რომლებმაც თამამად განაცხადეს თავიანთი განწმედის შესახებ. სთავაზობენ თუ არა ხალხს სინას მთაზე გაცხადებულ ღვთის რჯულს? ისინი ამტკიცებენ, რომ ღვთის ძალა ახლავთ თან, მაგრამ წერილებში წერია: „რჯულსა და მოწმობას ვფიცავ, რომ იტყვიან ისინი ისეთ სიტყვას, რომელსაც არა აქვს განთიადი” (ეს. 8:20)...ქიმ 360.3

    კიდევ ერთი მოძღვრება, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტიურად იქნება ნაქადაგები, ამტკიცებს, თითქოს ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, არის ის, რომ უბრალოდ გვწამდეს ქრისტე, გვწამდეს, რომ შეგვინდო ცოდვები და მიტევების შემდეგ ჩვენ ვეღარ შევცოდავთ. ეს სატანის მახეა. ჩვენ მართლა უნდა ვიწამოთ ქრისტე. იგი ერთადერთი იმედია ხსნისა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენც ყოველდღე რწმენით უნდა აღვასრულოთ ჩვენი პირადი ხსნა - ტრაბახით კი არა, შიშითა და თრთოლვით. მთელ ჩვენს ძალებს და ნიჭს უნდა მოვუხმოთ უფლის სამსახურში და როცა ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაინც თავი უნდა მივიჩნიოთ უღირს მონებად. ღვთიური ძალა დაგვიჭერს მხარს და თუ რწმენით მივალთ ღმერთთან, ქრისტე გვაზიარებს თავის სიბრძნესა და სიწმინდეს. ამგვარად, მისი ლოცვაკურთხევით შევძლებთ მყარად დგომას.ქიმ 360.4

    ღმერთს არ სურს, რომ ჩვენ რელიგიურ ცხოვრებაში ჯუჯებად დავრჩეთ. მას სურს გამუდმებით ვიზრდებოდეთ მადლსა და ჭეშმარიტების შეცნობაში. მას სურს დღითი დღე უკეთ ვშრომობდეთ მისთვის. მან მოგვიმზადა კურთხევით სავსე ზეცა და სურს განვაცხადოთ ჩვენი უფლებები ამ კურთხევებზე და... განვადიდოთ ღმერთი, ვითარცა მორჩილმა მოწაფეებმა.ქიმ 360.5

    როცა ნაბიჯნაბიჯ შევიცნობთ ღმერთს, არ უნდა ვიმედოვნებდეთ დაუბრკოლებელ გზას. როგორც ჩვენ ვესწრაფით ღვთის სამსახურს, ისე ესწრაფის სატანა ნებისმიერი ხერხით ჩვენს დაღუპვას. მაგრამ ჩვენ გვყავს ძალმოსილი შემწე და იგი საჭირო დახმარებას უწევს ყველა მებრძოლს, რომელიც რწმენით სთხოვს მადლს. ჩვენ გვყავს ყოვლისშემძლე მაცხოვარი, რომელმაც ხორცში მყოფმა გაიმარჯვა და ჩვენც შეუპოვრად უნდა ვესწრაფოთ გამარჯვებას ნაზარეველი იესო ქრისტეს სახელით. ჩვენ ვიმარჯვებთ ცოდვაზე იესოს ძალით, რომელსაც მისგან რწმენით ვღებულობთ.ქიმ 360.6