Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გადარჩენა ყველა ადამიანს შეუძლია, 18 ივლისი

    „უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ” (2 პეტრ. 1:10).ქიმ 202.1

    ეს ჩვენი ცხოვრების დაზღვევის პოლისია (იხ. 2 პეტრ. 1:10). აქ მოციქულმა ჩამოაყალიბა დარიგება იმის თაობაზე, როგორ უნდა მიაღწიო ღმერთის ცხოვრებასთან შეთანხმებულ ცხოვრებას... ბევრი აღიარებს იესო ქრისტეს რელიგიას, მაგრამ ყველა როდი ახორციელებს მას ცხოვრებაში. რა სარგებელია მათი აღმსარებლობიდან? ასეთივე წარმატებით შეეძლოთ, საკუთარი სახელი სილაზე დაეწერათ და რამდენ ხანს შეინახებოდა იგი?ქიმ 202.2

    იესო ქრისტეს რელიგია ჩვენ გვაქცევს უკეთეს კაცებად და ქალებად... ქრისტე მოვიდა ჩვენს წუთისოფელში, რათა შეცვალოს ადამიანის ცოდვით დამახინჯებული, გაუკუღმართებული ხასიათი. ღმერთს სურს, მისი შვილები ვიყოთ. მას სურს, რომ დედამიწაზე ჩვენთვის გამოყოფილი გამოსაცდელი ვადის მანძილზე შევიძინოთ ის სათნოება, რომლის ჩვენთვის მოძღვნის სურვილი აქვს თავისი ღვთიური ძალით. არაფერი, რაც ხელს უწყობს სიცოცხლესა და ღვთისმოსაობას და რაც ჩვენი ღმერთის შემეცნებით შეიძინება, არ იქნება ჩვენგან დაფარული. ჩვენ ასევე მოგვეცა ძვირფასი აღთქმა იმის შესახებ, რომ შეგვიძლია ღვთიური ბუნების თანაზიარობა. ჩვენთვის ეს ყველაფერს ნიშნავს.ქიმ 202.3

    რა გამარჯვებებს მოვიპოვებდით ამ ცხოვრებაში, ქრისტეს რომ ერთიმეორის მიყოლებით არ გაემარჯვა ჩვენი სახელით ცდუნების უდაბნოში? იქ მტერი სამი მთავარი ცდუნებით შეხვდა მას; ჩვენც ვაწყდებით მათ... ქრისტემ თავად ჩაიფიქრა და აღასრულა ხსნის გეგმა. მის თანახმად მას საკუთრივ უნდა მიეღო ადამიანური ბუნება და განეცადა ყველა ის ცდუნება, რომლის ზემოქმედების ქვეშაც არიან დედამიწის მკვიდრნი.ქიმ 202.4

    მას სასწაულები არ უნდა მოეხდინა იმის გამო, რომ ტანჯვაწამება აეცილებინა თავიდან, მაგრამ აუცილებლად უნდა გაევლო ყოველმხრივი შემოწმება მადაზე გამარჯვებასთან დაკავშირებით, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები განიცდიან... ადამი ღმერთის სიტყვებს რომ დაყრდნობოდა და არა უცნობისა, ის არ დაარღვევდა ღმერთის კანონს. ცდუნება თითოეულ ჩვენგანს დაატყდება თავს, როგორც დაატყდა იგი იესო ქრისტეს და რაშია მაშინ ჩვენი იმედი? ცდუნებები გვამძიმებს და გვთრგუნავს, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ქრისტემ ჩვენთვის მისაწვდომი გახადა ზნეობრივი ძალა.ქიმ 202.5

    ყველაფერი, რაც ღვთისმოსაობას ეხება, რაც ეხება ადამიანის სულის გადარჩენას, მისაწვდომია ყოველი ადამიანისათვის. არც ერთ ჩვენგანს არ ეპატიება, თუ მერყეობას გამოიჩენს და რაიმეში მაინც ვერ გაიმარჯვებს, რადგან ქრისტემ თქვა: „გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.ქიმ 202.6