Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სიხარბე და ანგარება დამღუპველია, 14 სექტემბერი

    „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე” (იოან. 13:21).ქიმ 260.1

    მოწაფეები აკვირდებოდნენ ერთმანეთის სახეებს და კითხულობდნენ: „მე ხომ არა, უფალო?” აქამდე იუდა დუმდა, თითქოს არაფერი ეხებოდა. მისმა დუმილმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. გამომცდელი მზერის ასარიდებლად იუდამ ძალა მოიკრიბა და, სხვა მოწაფეების მსგავსად, იკითხა: „ნუთუ მე ვარ, რაბი?” იესომ საზეიმოდ მიუგო: „შენ თქვი”...ქიმ 260.2

    ახლაც შეეძლო იუდას ეღიარებინა, ახლაც შეეძლო სატანის ტყვეობისაგან გათავისუფლებულიყო. ქრისტე მის გვერდით იმყოფებოდა და მზად იყო დახმარებოდა. მაგრამ მტრის ქედმაღლობა და ცდუნება ისე ძლიერი იყო, რომ იუდას ძალა არ ეყო თავი დაეხსნა მისი ბადიდან. იმის ნაცვლად, რომ მინდობოდა თანამგრძნობი მაცხოვრის მოწყალებას, მან მტკიცედ გადაწყვიტა წინააღმდეგობა...ქიმ 260.3

    იუდას ამბავი გვამცნობს სამწუხარო დასასრულს ცხოვრებისა, რომელიც შესაძლოა ღვთის პატივისცემის ღირსი გამხდარიყო... იუდამ თვით ითხოვა მიეღოთ მოწაფეთა წრეში. მან დიდი მონდომებითა და ხილული გულწრფელობით განაცხადა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ”...ქიმ 260.4

    მოწაფეთ ძალიან სურდათ იუდა ერთერთი მათგანი გამხდარიყო. იგი შეხედული კაცი იყო, გამოირჩეოდა გამჭრიახობითა და ხელმძღვანელის თვისებებით და მოწაფეებმა იესოს წარუდგინეს, როგორც ადამიანი, რომელსაც შეეძლო დიდი დახმარება გაეწია მუშაობაში.ქიმ 260.5

    იუდას სახე არ იყო საზიზღარი. იგი ჭკვიანი და გამჭრიახი იყო, მაგრამ ნაკვთებში არ ეტყობოდა ის სინაზე და თანაგრძნობა, რაც ახასიათებს ჭეშმარიტად მოქცეული ადამიანის გამომეტყველებას... იუდას სხვათა მსახურებით შეეძლო გაეღვივებინა თავის თავში უანგარო სული. თუმცა იუდა ყოველდღე ისმენდა ქრისტეს გაკვეთილებს და მოწმე იყო მისი უანგარო ცხოვრებისა, მაინც მიეძალა სიხარბეს...ქიმ 260.6

    ქრისტე კითხულობდა მის გულს და საუბრებში ხშირად ახსენებდა ქველმოქმედების პრინციპებს, რაც სრულიად გამორიცხავდა სიხარბეს. იგი უჩვენებდა იუდას სიხარბის საზიზღარ არსს და მოწაფეს ხშირად ესმოდა, რომ მასწავლებელი აღწერს მის ხასიათს და მიუთითებს მის ცოდვებზე. მაგრამ მან არ მოინანია ცოდვა და არ უარყო თავის უკეთურობა. იუდას საკუთარი შეხედულება ჰქონდა და ნაცვლად იმისა, რომ ცდუნებისათვის წინააღმდეგობა გაეწია, თაღლითობას მისდევდა...ქიმ 260.7

    თუმცა ქრისტე თავიდანვე იცნობდა იუდას, დაბანა მას ფეხები და გამცემს მიეგო უდიდესი პატივი - ქრისტესთან ერთად მიეღო წმინდა ძღვენი... მას შესთავაზეს სიცოცხლის პური და ხსნის წყალი. მან მიიღო მაცხოვრის გაკვეთილი, მაგრამ იუდამ არ მოისურვა ამ გაკვეთილის შემეცნება.ქიმ 260.8