Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენ შეგვიძლია ხანოქის გამოცდილების გათავისება, 5 თებერვალი

    „ვინაიდან განმწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს” (ებრ. 2:11)ქიმ 38.1

    ხანოქის შესახებ დაწერილია, რომ მან სამოცდახუთი წელი იცხოვრა და შვა ძე. ამის შემდეგ ხანოქი 300 წელი დადიოდა ღმერთთან ერთად. თავისი ცხოვრების პირველ პერიოდში ხანოქს უყვარდა ღმერთი და ღვთისმოშიში იყო, იცავდა მის მცნებებს... მაგრამ პირმშოს დაბადების შემდეგ იგი უფრო ამაღლდა, ღმერთთან უფრო მჭიდრო ურთირთობა დაამყარა და კიდევ უფრო სრულად გაიაზრა თავისი, როგორც უფლის შვილის, მოვალეობა და ვალდებულება.ქიმ 38.2

    მართლაც დიდია კურთხევა უფლისა, როცა გვაქვს ხანოქის მაგალითი! მიუხედავად იმისა, რომ მისი გარემომცველი წუთისოფელი ესოდენ გახრწნილი იყო, ის მაინც ღმერთთან დადიოდა და თავის ნათელს ჰფენდა ტყუილით გაჯერებულ დროებას. და თუკი ხანოქი, რომელიც გარყვნილთა შორის ცხოვრობდა, დადიოდა ღმერთთან, რატომ არ შეუძლიათ დღეს, ჩვენს ამაოების საუკუნეში, ქალებს და კაცებს სიარული ღმერთთან?ქიმ 38.3

    ბევრმა ჩვენგანმა რაღაც იცის ამ განცდების შესახებ. ვიცით, რომ მწუხარებასა და ვარამში უსუსურად ვგრძნობთ თავს, მაგრამ ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ იესო ჩვენს გვერდითაა, რათა თანაგვიგრძნოს და რომ ის აუცილებლად დაგვეხმარება. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს საუკეთესო მეგობართან ურთიერთობა, რადგან ის მუდამ ჩვენს გვერდითაა. მის ჩამოსაყვანად ზეცაში ასვლა საჭირო არაა, რადგან აქვეა იგი, ჩვენს გვერდით, რათა დაგვეხმაროს.ქიმ 38.4

    როცა ქუჩაში იმათთან ერთად დავდივართ, ვისაც არაფერი ესაქმება ღმერთთან ან ზეციურ ჭეშმარიტებებთან, შეგვიძლია მათ იესოზე ველაპარაკოთ. ჩვენ ფიქრისა და ტკბობის უფრო ღირსეული ობიექტი გვყავს - ესაა იესო. ის ჩვენთანაა ამ დროების ზნეობრივ წყვდიადში. ჩვენ შეგვიძლია მას მოვუყვეთ ჩვენი დაფარული მწუხარებისა და წუთისოფლის უზნეობის შესახებ. და ვერაფერი დაგვაბრკოლებს ამაში. ჩვენ ასევე შეგვიძლია, ველაპარაკოთ იესოს, როგორც ხანოქი - ღმერთს; მას ხომ ყველაფერი შეეძლო მოეთხრო უფლისათვის თავისი განცდების შესახებ...ქიმ 38.5

    ხანოქმა ხელი შეუწყო მართალი ხასიათის ჩამოყალიბებას, რის გამოც ზეცაში წაიყვანა ღმერთმა ისე, რომ სიკვდილი არ უხილავს. როდესაც უფალი მეორედ მოვა, ზოგიერთნი სიკვდილის უხილავად ზეცად ამაღლდებიან და ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, მოვხვდებით თუ არა მათ რიცხვში. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ისიც, ვართ თუ არა სრულიად უფლის მხარეზე, მისი ღვთიური ბუნების თანაზიარნი და ვშორდებით თუ არა წუთისოფელში გაბატონებულ გარყვნილებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვეცადოთ ფეხქვეშ გზის გასუფთავებას, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი განსაცდელი ან სიძნელე, არამედ აუცილებელია ღმერთთან სწორი ურთიერთობის დამყარება და მისთვის ყველა შედეგზე ზრუნვის უფლების მიცემა. ქიმ 38.6