Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცოდვის ხლართები, 13 ივნისი

    „და თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა... გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს” (4 მეფ. 5:20).ქიმ 167.1

    ცოდვა იშვიათადაა განცალკევებული ან მხოლოდ ერთი რომელიმე მცნების ან ზნეობრივი კანონის ერთერთი აკრძალვის დარღვევა. თითქმის ყოველთვის იკვრება ურჩობის რთული ჯაჭვი, რომელიც სულ უფრო ძლიერ ხლართავს გარყვნილ სინდისს და ადამიანს სულ უფრო დაუნდობელ ცდუნებასა და მძიმე ცოდვაში ძირავს...ქიმ 167.2

    გულში, რომელიც სრულიად არ ემორჩილება იესო ქრისტეს ნებას, რჩება ადგილი სატანის ხრიკების შესაღწევად და მთავარი მატყუარა ადამიანს ეშმაკისეული მობოდიშების ობობასმაგვარ ქსელში აბამს, რათა დაფაროს იდუმალი, ბოროტი ზრახვები. Uფალი ხედავს ყველა თავისმართლებასა და ბოდიშს, და ღმერთის თვალში, რომელიც მუდამ ფხიზლობს, ისინი ობობას ქსელს ემსგავსება. ო, რარიგ იოლად პოულობს ადამიანი უბადრუკ ბოდიშებს, რათა თავი მოიტყუოს და დაფაროს საკუთარი ბოროტი გზა! მაგრამ არსებობს მკაცრი მსაჯული, რომელიც აწონის ყველა საქციელს. მას ვერავინ მოატყუებს ან დასცინებს. დადგება დღე, როდესაც ის ჩამოხსნის ფარდას, გამოაშკარავებს საიდუმლო ჩანაფიქრს და ნისლივით გაფანტავს ყველა თავისმართლებას.ქიმ 167.3

    უფალ ღმერთს შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერი დანაშაულის მოწმე. ელისემ ამხილა გეხაზი, როცა მან აღიარა მის წინაშე, რომ დაეწია ნაყამანს. წინასწარმეტყველი შეეკითხა თავის მსახურს: „საიდან მოდიხარ, გეხაზი?” ამ უკანასკნელმა უპასუხა: „არსად არ წასულა შენი მსახური”. მაშინ წინასწარმეტყველმა მკაცრად ამხილა იგი, რითაც აგრძნობინა, რომ ყველაფერია მისთვის ცნობილი: „განა ჩემი გული შენ არ მოგყვებოდა, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება? განა დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთის ხილის ხეებსა და ვენახებს, ცხვარძროხას, ყმებსა და მხევლებს? შენ და შენს შთამომავლობას გადაგედოთ ნაყამანის კეთრი საუკუნოდ”. უფალმა დაწვრილებით გაუხსნა ეს საქმე თავის წინასწარმეტყველს. მან დაანახა დეტალურად, როგორ ესაუბრებოდა ნაყამანს მისი მსახური. ო, რა ვერაგულად მოქმედებენ წყვდიადის ძალები!ქიმ 167.4

    ელისემ გაუხსნა გეხაზს მისი გულის ზრახვები, რადგან მას ნაყამანის ქონებით სურდა გამდიდრებულიყო. ეს კაცი უფლის მხედრობის მედროშე უნდა გამხდარიყო, მაგრამ, მოექცა რა სატანის ცდუნების ქვეშ, დაბრკოლების ქვად იქცა ნაყამანისათვის, რომლის გონებაც საოცრად განათდა, რის შედეგადაც მან პირი იბრუნა ჭეშმარიტებისაკენ და გადაწყვიტა ცოცხალი ღმერთისათვის მსახურება. გეხაზი კი კეთროვანი გამობრუნდა წინასწარმეტყველისაგან. უფალი მოგიწოდებთ, ეძიოთ მისი რჩევა, მართალი იყოთ საკუთარი თავისა და ღმერთის წინაშე, მთელი ძალით ისწრაფვოთ საკუთარი თავისა და შვილების სატანის ქსელისაგან თავის დაღწევისაკან.ქიმ 167.5