Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გამოცდის წუთებში ანგელოზები ჩვენს გვერდით არიან, 8 ივლისი

    „რამეთუ თავის ანგელოზებს უბრძანა, დაგიცვან ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე” (ფსალმ. 90:11, 12).ქიმ 192.1

    გარკვევით გვეთქვა, რომ სატანა მოქმედებს მეამბოხეებში. ის არა მარტო სწვდება მათ გონებას, არამედ იყენებს მათ გავლენას, გაცნობიერებულს და გაუცნობიერებელს, რათა სხვები ჩაითრიოს იგივე ურჩობაში. თუკი ბოროტი ანგელოზები ასეთ ძალაუფლებას ფლობენ ადამიანებზე მათ ურჩობაში, მაშინ რაოდენ დიდია კეთილ ანგელოზთა ძალაუფლება მათზე, ვისაც მორჩილებაში სურს ცხოვრება. როცა იესო ქრისტეს იმედი გვაქვს, რათა მორჩილების გზით მივაღწიოთ სიმართლეს, ღვთის ანგელოზები სიმართლისაკენ მიმართავენ ჩვენს გულებს...ქიმ 192.2

    ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ ჩვენს უფალს ცდუნების უდაბნოში. ზეციური ანგელოზები მის გვერდით იყვნენ, როცა სატანის შემოტევას იგერიებდა. ეს შემოტევა ასჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი, რომლის ქვეშაც ჩვენ ვექცევით. მაშინ მთელი კაცობრიობის ბედი წყდებოდა. ამ ბრძოლაში ქრისტე არც კი წარმოთქვამდა თავის სიტყვას. ის ეყრდნობოდა პრინციპს: „დაწერილია”. ამ დაპირისპირებაში ქრისტეს ადამიანური ბუნება ისე მკაცრად გამოიცადა, როგორც არც ერთ ჩვენგანს არ მოელის.ქიმ 192.3

    ...იმ დროს ზეცის ანგელოზები ბრძოლის ველზე იმყოფებოდნენ და მაღლა ეჭირათ თავისი დროშა, რათა სატანას მისთვის დასაშვები ზღვარი არ გადაელახა და არ დაექვემდებარებინა ქრისტეს ადამიანური ბუნება. ბოლო ცდუნებისას სატანამ სამყაროს დაპყრობის მომხიბვლელი პერსპექტივა შესთავაზა. ამისათვის მას მხოლოდ თაყვანი უნდა ეცა მისთვის, ვინც თავს ღმერთის მაცნედ ასაღებდა. ქრისტეს შეეძლო მბრძანებელი გამხდარიყო და სატანურ ძალებზე თავის ძალაუფლება განეხორციელებინა.ქიმ 192.4

    ღვთიური ბუნება გაბრწყინდა ადამიანური ბუნების მიღმა, ხოლო სატანას საკადრისი მიეზღო. ქრისტემ უთხრა: „განვედ, სატანავ”... ეს საკმარისი იყო, სატანა დამარცხდა და ანგელოზები მხსნელის სამსახურს შეუდგნენ. მოუტანეს საჭმელი დასანაყრებლად. ვერც ერთი კაცის გონება ვერ ჩასწვდება, რაოდენ დაძაბული იყო ეს შეტაკება. მის შედეგზე იყო დამოკიდებული ადამიანთა მსოფლიო ოჯახის და თავად ქრისტეს კეთილდღეობა. მხოლოდ ერთი შეცდომა ქრისტეს მხრიდან და სატანა წარმოადგენდა თავის კანონიერ უფლებებს ქვეყნიერებაზე. ქრისტეს ზეციური ანგელოზი გამოეცხადა მაშინვე, როგორც კი ორთაბრძოლა დასრულდა. ქრისტეს ადამიანური ძალები იწურებოდა, მაგრამ მთელმა ზეცამ მარადიული გამარჯვების სიმღერა დააგუგუნა.ქიმ 192.5