Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მსახურების მეშვეობით ვისწავლოთ ხელმძღვანელობა, 8 ივნისი

    „ელისე შაფატის ძეს კი, აბელმეხოლადან რომ არის, სცხე, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად” (3 მეფ. 19:16).ქიმ 162.1

    კარგი იქნება, თუ ჩავუფიქრდებით ელისეს ცხოვრებას, როცა ის თავის საქმის აღსასრულებლად იქნა არჩეული. იგი იმ ოჯახიდან იყო, რომელიც ისრაელის ძველ, ჭეშმარიტ რწმენას ჩასჭიდებოდა. ის მჭიდროდ დასახლებული ქალაქებიდან მოშორებით ცხოვრობდა. მამამისი მიწას ამუშავებდა. ტყვეობაშიც კი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ზნეობა არ დაკარგეს და არ განუდგნენ ღმერთს. ელისეს ოჯახი იმ შვიდ ათასს შორის მოხვდა, ვინც არ მოიდრიკა მუხლი ბაყალის წინაშე.ქიმ 162.2

    ელია თავისი მიწიერი მოღვაწეობის დასრულებას აპირებდა. უნდა არჩეულიყო სხვა წინასწარმეტყველი, რომელიც იმ დროის საქმეს წაუძღვებოდა. ელიას ებრძანა, შეეცვალა თავისი მოგზაურობის გეზი და ჩრდილოეთით წასულიყო... ახლა ყველგან უხვი მოსავალი მწიფდა, თითქოს გვალვისა და შიმშილის საკომპესაციოდ. უხვმა წვიმებმა მიწას მეტი სიკეთე მოუტანა, ვიდრე ადამიანთა გულებს. ის უკეთ მომზადდა შრომისათვის, ვიდრე განდგომილ ისრაელიანთა გულები.ქიმ 162.3

    სადამდეც კი მისწვდებოდა ელიას თავალი, მთელი მიწა ერთი კაცის მფლობელობაში იყო, კაცისა, ვისაც მუხლი არ მოუყრია ბაყალის წინაშე და ვისი გულიც უსაზღვროდ ერთგული იყო ღვთისა და მისი მსახურებისა. ამ მიწის მფლობელის სახელი შაფატი იყო. ყანაში ენერგიული მუშაობა გაჩაღებულიყო. ვიდრე საქონელი მწვანე მდელოზე ძოვდა, მისი მსახურნი დაუღლელად თესდნენ დახნულ მიწას.ქიმ 162.4

    ელიამ ყურადღება მიაპყრო ელისეს, შაფატის ძეს... მან განათლება მიიღო ქალაქისა და სამეფო კარის გართობებისაგან მოშორებით. მას უბრალოებაში, მშობლებისა და ღმერთის მორჩილებაში ზრდიდნენ... და თუმცა ის თვინიერი და მოკრძალებული იყო, მისი ხასიათი უცვლელი რჩებოდა. მას ახასიათებდა სისუფთავე და ერთგულება, ღვთისმოშიშობა და ღმერთის სიყვარული. მას იმ მმართველის თვისებები ჰქონდა, რომელიც მასში მსახურის მორჩილებას შერწყმოდა. ის ავლენდა ერთგულებას მცირედშიც კი, ყველა საქმეში და როცა ღმერთმა მოუხმო უფრო საპასუხისმგებლო საქმისათვის, მან ამ მოწოდებას მზადყოფნით უპასუხა...ქიმ 162.5

    ის მდიდარ სახლში გაიზარდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ყოველმხრივი განათლების მისაღებად მუდმივი შრომა იყო საჭირო ყველა სფეროში და ყველა დავალების აუცილებელი შესრულება. ელისეს არ სურდა, უფრო მეტი ცოდნოდა, ვიდრე მამამისის მსახურთ, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო საუბარი. ამიტომ ხალისით სწავლობდა მორჩილებას და ხელქვეითობას, რათა შემდგომში კარგი ხელმძღვანელი, დამრიგებელი და მეთაური გამხდარიყო. იყენებდა რა ღმერთის მიერ ბოძებულ ნიჭს მამის მამულში მუშაობისას, იგი იმავდროულად ღმერთს ემსახურებოდა.ქიმ 162.6